Loading...
Close
16 აგვისტო 2018 18:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობის უახლოეს სხდომას წარედგინება 
12 ივლისი 2018 09:22
ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების სახით მთავრობის მომავალ უახლოეს სხდომას წარედგინება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს ქართული წარმოების ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის სრულად განთავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით.

„ინიციატივა, რომელიც დღეს გაჟღერდა, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უკვე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებით. აღნიშნული ინიციატივა გაზრდის მოთხოვნას ნატურალურ პროდუქტზე, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი უფრო მიმზიდველი გახდება მომხმარებლისათვის. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიებისთვის, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, უფრო მიმზიდველი გახდება ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში, მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები პარლამენტს გადაეგზავნება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი