Loading...
Close
17 ივლისი 2018 13:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი
12 ივლისი 2018 16:54
მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში.

„უდვოა, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსია უმაღლესი დონის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებმა. ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ს წევრობის გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს. ფაქტი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება ამაზე არის სრული კონსენსუსი.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წევრი ქვეყნების მხრიდან იმ ვადამდე, როდესაც საქართველო შეუერთდება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, ისინი ზრუნავენ, რომ საქართველო გაძლიერდეს თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველო არა მხოლოდ სამიტიდან სამიტამდე, არამედ ყოველდღიურად აძლიერებს საკუთარ თავდაცვას და უსაფრთხოებას. ამაში ჩვენი პარტნიორების მადლიერი ვართ, რომლებსაც წვლილი შეაქვთ. ამ პროცესით ერთგვარად მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, პროცესი მიდის წინ, იმისთვის, რომ როდესაც ეს დრო დადგება საქართველო ამისთვის სრულად მზად იყოს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ახლა არ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: იენს სტოლტენბერგი – ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას NATO-ს წევრობისთვის
მთავარი თემა

პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით
პრემიერი მინდელის შახტაში მომხდარზე - ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით 
შალვა თადუმაძე - 9 წელი ვუყურებდით მოძალადე პროკურატურას - მე შიშის განცდაც მახსოვს!
შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი
საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია-მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს
სააკაშვილი - ბრაზი მახრჩობს - მე საქართველოსთვის ვაკეთებდი, ივანიშვილი კი ყველაფერს პირადი ბედნიერების მოსაწყობად აკეთებს!
იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო NATO-ს წევრობისთვის მოვამზადოთ
დონალდ ტრამპი - საქართველოს წარმომადგენლებმა NATO-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს
კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა - პირველი განცხადება
პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა
NATO - რუსეთს მოვუწოდებთ, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება
ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა ცნობილია

ინტერვიუ
14 წელი სამშობლოს გარეშე - ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ბასილიასთან
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი