Loading...
Close
17 ივლისი 2018 13:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე მინისტრთა კაბინეტზე - ბატონებო, ახალი სახეები კარგია ჟურნალის გარეკანზე და არა პოლიტიკაში
12 ივლისი 2018 16:10
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ახალ მინისტრთა კაბინეტს კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ძნელია ახალი მინისტრების გვარების დამახსოვრება, რადგან მათ შესახებ ბიძინა ივანიშვილის გარდა არავინ არაფერი იცის.

„როცა გვეუბნებიან, რომ ახალი სახეები კარგია და სიოს შემოიტანს ხელისუფლებაში, ვთვლი, რომ ამ განცხადებების ავტორებს პოლიტიკა და ქვეყნის მართვა ჟურნალის გარეკანის აწყობაში ერევათ. ბატონებო, ახალი სახეები კარგია ჟურნალის გარეკანზე და არა პოლიტიკაში. მთავრობა, რომელიც დღეს ბახტაძემ წარმოგვიდგინა, კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ ფაქტისა, თუ რამდენად დიდ პატივს სცემს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოსახლეობას.

ივანიშვილი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ მისთვის სულერთია, როგორი გამოცდილებით, რა შინაარსის მოხსენებით თუ რა ხედვით წარდგება ესა თუ ის მინისტრი პარლამენტის წინაშე. მისთვის მთავარი, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაა.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი ძალიან გამოცდილი ადამიანებისგან შედგება. მართლა მინდა მათ ვკითხო, რა არის მათვის გამოცდილების კრიტერიუმი?! პოლიტიკოსების და მინისტრების გამოცდილება ნამდვილად განსხვავდება, რომელიმე კერძო კომპანიაში დაგროვილი გამოცდილებისაგან, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ის. ან თუნდაც, როგორ შეიძლება კარდიოლოგი გვყავდეს ეკონომიკის მინისტრად იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სულს ღაფავს და მოსახლეობა უმძიმეს ეკონომიკურ სიდუხჭირეშია ჩაფლული?! მე, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ჩვენი მინისტრები წარმატებული იქნებიან, თუმცა ასეთი ოპტიმიზმის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ.

კახი კახიშვილი, რომელიც ყველაზე კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, მინისტრი რომლის მიმართ საზოგადოების განწყობა მეტ-ნაკლებად იყო პოზიტიური, ბიძინა ივანიშვილი ათავისუფლებს თანამდებობიდან და გადაჰყავს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ხოლო თეა წულუკიანი, რომლის მიმართ საზოგადოება იყო საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას კატეგორიულად ითხოვდა, ივანიშვილი უნარჩუნებს იუსტიციის მინისტრის პოსტს. საინტერესოა, რით აშინებს თეა წულუკიანი ასე ძალიან ბიძინა ივანიშვილს? ალბათ იმით, რომ ძალიან ბევრი დავალებებია შესრულებული რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა
მთავარი თემა

პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით
პრემიერი მინდელის შახტაში მომხდარზე - ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით 
შალვა თადუმაძე - 9 წელი ვუყურებდით მოძალადე პროკურატურას - მე შიშის განცდაც მახსოვს!
შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი
საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია-მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს
სააკაშვილი - ბრაზი მახრჩობს - მე საქართველოსთვის ვაკეთებდი, ივანიშვილი კი ყველაფერს პირადი ბედნიერების მოსაწყობად აკეთებს!
იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო NATO-ს წევრობისთვის მოვამზადოთ
დონალდ ტრამპი - საქართველოს წარმომადგენლებმა NATO-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს
კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა - პირველი განცხადება
პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა
NATO - რუსეთს მოვუწოდებთ, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება
ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა ცნობილია

ინტერვიუ
14 წელი სამშობლოს გარეშე - ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ბასილიასთან
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი