Loading...
Close
17 ივლისი 2018 13:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია
12 ივლისი 2018 14:38
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს ურყევი არჩევანი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს დღეს, ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

„შეხვედრისას ასევე პოზიტიურად შეფასდა ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ. საქართველოს თანამშრომლობა საფრანგეთთან ნაყოფიერია და მომავალშიც ასე გაგრძელდება იმისთვის, რომ ის მონაპოვარი, რომელიც საქართველოს აქვს თავისუფალ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იყოს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების გათვალისწინებით, საქართველო დაინტერესებულია კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საფრანგეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საერთო ინტერესების მიმართულებითაც. ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი ნატოს გზაზე და საფრანგეთი რჩება საქართველოს მხარდამჭერად, როგორც ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. მხარეებმა ასევე რუსეთის აგრესიისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო წესრიგს და რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ითქვა, რომ საფრანგეთი ზრდის თავის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში, ეს იქნება როგორც საჰაერო და თავდაცვის სისტემების მიმართულებით, ასევე საზღვაო ხომალდების მიმართულებით. პრეზიდენტმა მაკრონმა გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოს საკითხი საფრანგეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ დიალოგებში ხაზს გაუსვამენ საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მარგველაშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით
პრემიერი მინდელის შახტაში მომხდარზე - ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით 
შალვა თადუმაძე - 9 წელი ვუყურებდით მოძალადე პროკურატურას - მე შიშის განცდაც მახსოვს!
შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი
საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია-მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს
სააკაშვილი - ბრაზი მახრჩობს - მე საქართველოსთვის ვაკეთებდი, ივანიშვილი კი ყველაფერს პირადი ბედნიერების მოსაწყობად აკეთებს!
იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო NATO-ს წევრობისთვის მოვამზადოთ
დონალდ ტრამპი - საქართველოს წარმომადგენლებმა NATO-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს
კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა - პირველი განცხადება
პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა
NATO - რუსეთს მოვუწოდებთ, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება
ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა ცნობილია

ინტერვიუ
14 წელი სამშობლოს გარეშე - ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ბასილიასთან
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი