Loading...
Close
22 სექტემბერი 2018 17:33
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - NATO-ს წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს, რათა მეტი NATO ვიხილოთ საქართველოში
12 ივლისი 2018 20:11
ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნატოს ახალ სათავო ოფისში გამართულ სიმპოზიუმში - "ნატოს ჩართულობა- ბრიუსელის სამიტის დიალოგი", რომელზეც სიმპოზიუმის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს და საქართველო - უკრაინის ალიანსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა და ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების მონაწილეობით ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეხვედრებზე საქართველოს პარტნიორებთან საქართველომ ძალიან ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა ნატოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა ფორმატში იდგა ნატოს გვერდით, მათ შორის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს უკვე ის მომენტია, როცა ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, დავძლიოთ ეს დაბრკოლებები და გავერთიანდეთ იმ ერთა ოჯახში, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს.

გიორგი მარგველაშვილმა არასწორი უწოდა თეორიას, რომ საქართველოში 2008 წელს ომი წახალისებული და პროვოცირებული იყო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. მისი თქმით, ამ არასწორი თეორიის არგუმენტია ის, რომ საქართველოს ორივე რეგიონის ოკუპაცია 1990- იან წლებში დაიწყო, როცა საქართველოს საკუთარი მისწრაფებები ღიად არ ჰქონდა დაფიქსირებული. გიორგი მარგველაშვილმა რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ნათელი მაგალითები ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების, ლიეტუვას, პოლონეთისა და სხვა მხარდამჭერი ქვეყნების, რომლებიც ახლა ნატო-სა და ევროკავშირის წევრები არიან, რომლებმაც განვლეს გრძელი მოლოდინის პერიოდი, მაგრამ არ დაუკარგავთ მოთმინება, რომლებსაც საქართველოსთან შედარებით ნაკლებად ძლიერი მხარდამჭერი ჰყავდათ.

"საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მოკავშირე, რომელიც საქართველოთი დაინტერესებულია და აქტიურად აჟღერებს საქართველოს დღის წესრიგს. მათ სურთ საქართველოს ორივე გაერთიანებაში გაწევრიანება. ასევე, ჩვენ გვაქვს ბოლო ათი წლის განმავლობაში არჩეული ნათელი გზა და ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ყოველი სამიტი, მათ შორის ეს სამიტიც, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და საქართველოსა და უკრაინაში მომხდარს შესაფერისი სახელი - რუსული აგრესია და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ოკუპაცია უწოდეს. ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამასთან ერთად გვაძლევენ დამატებით ინსტრუმენტებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.

ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან არაერთი ძალისხმევის მომსწრენი ვართ, რომლებიც აქტიურად უჭერენ საქართველოს მხარს, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვა და მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტი გაგვაჩნია, ჩვენი მოკავშირეების გამოცდილებასა და განგრძობით პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ ყველა ვიხილავთ, თუ დავარქმევთ ყველაფერს შესაბამის სახელს და არ მოვექცევით პროპაგანდის გავლენის ქვეშ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი