Loading...
Close
18 თებერვალი 2019 22:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - კითხვები, რომელსაც დღეს პრეზიდენტი სვამს, პასუხგაცემულია თავად გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან
12 ივლისი 2018 20:15
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბრიუსელში პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას უკავშირდება ეხმაურება.

„პირადად მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ ამ კითხვებზე არის პასუხები თავად ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგიდან, სადაც მან ამომწურავად ისაუბრა და პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს ის ბრიფინგი და განცხადებები, რაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. კითხვები, რომელსაც დღეს პრეზიდენტი სვამს, პასუხგაცემულია თავად გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან. პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს კვირიკაშვილის ბოლო ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველასთვის გაუგებარია, რატომ გადადგა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„თუ ვინმე ახსნის, რატომ არავინ აუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი - არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი გავიგოთ, რატომ წავიდა პოსტიდან პრემიერ მინისტრი?!“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ეს შეკითხვა არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ უცხოელ პარტნიორებსაც აქვთ. „გვყავდა პრემიერ მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თითქოს მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი?! შემდეგ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?! რა დააშავა ამ ადამიანმა?! ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხართ და აღარ გეკითხებიან - გვეშველება რამე?! გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე პასუხი არ მაქვს. მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: რომან გოცირიძე - პრეზიდენტის ეს განცხადება ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი