Loading...
Close
16 აგვისტო 2018 18:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ანაზღაურებადი სტაჟირება – შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების ახალი წესი ინერგება
13 ივლისი 2018 15:10
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უწყებაში სამსახურში მიღების წესის გარდაქმნას.

„კიდევ ერთი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინსიტროში მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების გახლავთ სამსახურში მიღების წესის ცვლილება. ეს ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქცია. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი - პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღარ იქნება უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის იქნება სრულად პროფესიული განათლების დაწესებულება.

გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი და ვთქვით, რომ სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად ამორჩეული, - მისი სტაჟირების და სწავლის პერიოდი, რომელიც იქნება აკადემიაში - ანაზღაურებადი იქნება. ის პირველი 3 თვის საბაზისო კურსების გავლის პერიოდში მიიღებს მისი საშტატო სარგოს 50%-ს. ხოლო 9 თვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, მიიღებს სრულ სარგოს და ეს იქნება ის ინსტიტუციონალური პროცესი, რისი საშუალებითაც თითოეული ადამიანი შეძლებს მოხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ძალიან კარგად გვესმის, ვერანაირი სოციალური სტატუსი, ხელფასის ზრდა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება, ვერ იქნება გარანტი იმის, რომ ადამიანური რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. ამას სჭირდება ინსტიტუციონალური განათლების და პროფესიული ზრდის მექანიზმები, რომელსაც ახლა ჩვენ ვქმნით. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო კადრები, საუკეთესო ახალგაზრდები მოდიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ იცოდნენ, რომ მათი სოციალური და პროფესიული ზრდის გარანტიები არის სახელმწიფოს და ინსტიტუტის მიერ. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მოვახერხეთ და 13 200 პოლიციელს გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ასევე მინდა ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა სისტემაში", - განაცხადა გახარიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი