Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 21:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პერსონა
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
19 ივლისი 2018 15:19
ავტორი: მარიამ ადამია



გოგა ჩანადირი, როგორც ფოტოგრაფი, „ვარდების რევოლუციის“ დროს გადაღებული იმ ფოტოთი გახდა პოპულარული, რომელზეც სააკაშვილის პარლამენტში ვარდებით ხელში შესვლაა ასახული. ამის შემდეგ ბევრმა გამოცემამ გამოთქვა მასთან თანამშრომლობის სურვილი. პროფესიით კინოსცენარისტსაც სურს, რომ ფოტოგრაფიას გაჰყვეს.

ბოლო პერიოდში გოგა ჩანადირი საზოგადოების ყურადღებას სამოქალაქო ინიციატივებით იპყრობს, რომელთა პოპულარიზებასაც სოციალური ქსელის საშუალებით ეწევა. საკუთარ პროფესიასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის ზრუნვაზე გოგა ჩანადირი „ეურუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.


: გოგა, საუბარი თქვენი საქმიანობით დავიწყოთ - როდიდან დაინტერესდით ფოტოგრაფიით და როგორ მოიპოვეთ ის ნიშა, რითიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდით?

- დადგა თუ არა 21-ე საუკუნე, „დილის გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა მანანა კარტოზიამ ფოტოაპარატი მომცა და მითხრა - აი, გოგა, რადგანაც შენ ცხელ ამბებზე მუშაობ, დასწრების ეფექტიც რომ ჰქონდეს, აიღე ეს ციფრული ფოტოაპარატი და გადაიღეო. წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა გადამეღო. ისიც არ ვიცოდი, რომელი ღილაკისთვის დამეჭირა. ჩემით ვსწავლობდი ყველაფერს. ასე ნელ-ნელა დავიწყე და სამი წლის მერე გადაღება უკვე შემიყვარდა. მაგრამ, პროფესიით კინოსცენარისტი ვარ, წერა უფრო მიყვარს და ვფიქრობ, რომ ამ საქმეს მივყვე, თუმცა ფოტოგრაფიაზე გაჩერებას არ ვაპირებ.

- რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია - ფოტოგრაფი?

- ეს პროფესია ამ ეტაპზე ჩემთვის გამოხატვის ერთ-ერთი კარგი საშუალება და შემოსავლის ერთადერთი წყაროა - აი, ამ ორ რამეს ნიშნავს ფოტოგრაფია ჩემთვის.

- თუ არის რომელიმე ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ფოტოგრაფი, რომელსაც განსაკუთრებით გამოარჩევდით და რატომ?

- ყველა ის ფოტოგრაფი, რომელიც დოკუმენტურ ჟანრში და რეპორტაჟზე მუშაობს, ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ასეთი ძალიან ბევრია. საქართველოშიც უკვე ძალიან კარგი ფოტოგრაფები გვყავს და შეგვიძლია მათ მსოფლიო კლასის ფოტოგრაფები თამამად ვუწოდოთ. ისინი სხვადასახვა საერთაშორისო სააგენტოში მუშაობენ და მათთვისაც ფოტოგრაფია შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

- არაერთ ქვეყანაში ხართ ნამყოფი - რას უკავშირდებოდა და უკავშირდება თქვენი მოგზაურობები?

- ფოტოგრაფიას უკავშირდებოდა. ვმოგზაურობ უკვე ძალიან დიდი ხანია და 110-მდე ქვეყანა მაქვს მოვლილი.

- რომელმა მათგანმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- ტუნისმა და ვიეტნამმა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმედგაცრუებები იშვიათად მემართება ხოლმე, მაგრამ ასეთი იყო სწორედ მავრიკში მოგზაურობა - ველოდებოდი რომ უფრო მეტი რამ დამხვდებოდა.

- ბოლო რამდენიმე წელია რაც საზოგადოებამ სხვა კუთხით გაგიცნოთ - ეს არის სხვადასხვა მიმართულებით თქვენი აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. რა იყო პირველი ბიძგი, რამაც გადაგაწყვეტინათ სამოქალაქო პროცესებში აქტიურად ჩართულიყავით?

- ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა იმ ადამიანების საერთო სახლია, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ამ ქვეყანას მართავს სახელმწიფო და სახელმწიფო ვართ - ჩვენ. როგორც სახლს მართავს ოჯახი, ისე მართავს ქვეყანას სახელმწიფო. ოჯახში ხომ ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს, ასევეა სახელმწიფოშიც. მისი წევრები ვალდებულნი არიან თანაბარი პასუხისმგებლობა აიღონ. როცა ვხედავ, რომ რაღაცა ფუჭდება, ვცდილობ ჩავერთო და შევცვალო - ეს არის ჩემი მოტივაცია. როგორც ჩემ საკუთარ ოჯახზე ვიღებ პასუხისმგებლობას, ასევე სახელმწიფოზეც ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და კარგი იქნება თუ ყველანი გავიაზრებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას. უბრალოდ, ჩვენ დიდი ხანია არ გვქონია ოჯახი- ჩვენი სახელმწიფო და ამიტომ არ ვიცით ამ ოჯახის მოვლა. ვუშვებთ ძალიან ბევრ შეცდომას, მაგრამ ნელ-ნელა, ადრე თუ გვიან, მგონია, რომ მოვაგვარებთ ამ მხარეს. ჩემი სამოქალაქო აქტივობები, როგორიც არის „ზებრახაზები“, „ქართული ენა“, „ვყიდულობთ ქართულს“, „ვკითხულობთ ყველგან“ და ა.შ. მიმართულია იქეთკენ, რომ უკეთესი გარემო გვქონდეს და მოქალაქეები პასუხისმგებლობას მარტო მთავრობას კი არ ვაკისრებდეთ, არამედ საკუთარ თავსაც.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ჩვენს საზოგადოებას სიახლეებისა და ცვლილებებისადმი მიმღებლობა?

- საერთოდ, სიახლეების გაუნათლებელ საზოგადოებაში ეშინიათ ხოლმე. თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, ტრადიციების მიუხედავად სიახლეებს არასოდეს გავურბოდით. უფრო მეტიც, ჩვენ სიახლეებს ვიღებდით დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც, ამიტომ ჩვენი სამზარეულოც, ჩაცმულობაც, არქიტექტურაც, სიმღერაც და კიდევ ბევრი რამ, არის აღმოსავლური და დასავლური კულტურების ნაზავი. ნელ-ნელა დავაგროვებთ გამოცდილებას და უკეთესი გარემო გვექნება. მაგალითად, ვაკვირდები, რომ ახალგაზრდა თაობა უკვე ნაგავს აღარ ტოვებს ბუნებაში, ათი წლის წინ კი საშინელებები ხდებოდა.

- ბევრ საჭირო და მნიშვნელოვან ინიციატივას თქვენს ფეისბუქგვერდზე აჟღერებთ, რომლებსაც დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე. თქვენი სამოქალაქო ინიციატივების დანერგვის კუთხით სოციალური ქსელის როლზე რას იტყვით?

- თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში სოციალურ ქსელებს უკვე ძალიან დიდი ადგილი უკავია. სოციალური ქსელებით შეიძლება საზოგადოებრივი აზრი შექმნა და რევოლუციებიც კი დაგეგმო. პირადი ცხოვრებისთვის მე იშვიათად ვიყენებ სოციალურ ქსელს. სოციალური ქსელი ჩემთვის არის საქვეყნო ფასეულობების პოპულარიზების საშუალება. სამი წლის წინ ამ მიზნით დავრეგისტრირდი, თორემ კარგი ხანი არც ვცნობდი და შემდეგ, ძალიან დიდი დროც წამართვა, მაგალითად, წიგნის კითხვის კუთხით.

- წიგნი და განათლება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემაც და ალბათ პრობლემაც. რას ფიქრობთ, რა როლი აქვს სახელმწიფოს და საზოგადოებას ამ კუთხით?

- წიგნი არის განათლების წყარო- ამიტომ არის წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ჩემთვის გადამწყვეტი. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, იმისთვის, რომ თუნდაც კარგ სიახლეებს არ შეუშინდეს; თუნდაც ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს.

- თქვენი სამოქალაქო ინიციატივებიდან რომელს გამოარჩევდით, როგორც ყველაზე რეზონანსულს, არა მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოხმაურებების სიმრავლის მიხედვით, არამედ რეალური ცვლილების და შედეგების მოტანის კუთხით?

- ცოტა უხერხულია ამაზე ვილაპარაკო - ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რადგანაც ჯერ კიდევ მივმართავ ფეისბუქზე აქციებს. ნელ-ნელა აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ აღარ დაგვჭირდება აქციები, ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ქვეყნის სიძლიერეს, სულ მცირე, კანონმორჩილება სჭირდება. მაგალითად, ძალიან დიდი მასშტაბს იღებს მძღოლების მხრიდან საგზაო წესების დარღვევათა რაოდენობა, სიკვდილიანობა, დასახიჩრებები... კანონმორჩილების პრობლემა მარტო საგზაო წესების დარღვევაში არ ჩანს. მაგალითად, ღამის 11 საათის მერე ქუჩაში ხმაური ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. კანონმორჩილების პრობლემა რომ არ გვქონდეს, უკვე ძალიან წინ ვიქნებოდით.

- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობის და ახალი ინიციატივების დანერგვის პროცესში, ბუნებრივია, ბევრი დაკვირვება და დასკვნა დაგიგროვდათ - როგორ ფიქრობთ, რა არის ის უმთავრესი პრობლემა, რომელთა დაძლევაც უჭირს ჩვენს საზოგადოებას?

- ჩვენს საზოგადოებას არაფერი უჭირს. ახლა ვსწავლობთ უბრალოდ. ასოების სწავლის პროცესში ძალიან რთულია ბავშვზე თქვა, რომ მას კითხვა უჭირს. სამაგიეროდ, ხედავ ყოველდღე როგორ სწავლობს ახალ ასოს. ჩვენი საზოგადოებაც იზრდება, ნელ-ნელა იხვეწება და ნახავთ, ოცი წლის შემდეგ სულ სხვა რეალობა იქნება, ისეთი, სადაც უკვე ეცოდინებათ, რომ ეს ქვეყანა არის მათი და არა ჩრდილოეთის - ან დასავლეთის. უბრალოდ, ძალიან სწრაფად გვინდა ეს ყველაფერი და გვავიწყდება, რომ შეუძლებელია ბავშვმა 33 ასო ერთ დღეში ისწავლოს.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი