Loading...
Close
18 ოქტომბერი 2018 08:08
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასამდე სამხედრო მოსამსახურე შეემატა
24 ივლისი 2018 15:08
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასამდე სამხედრო მოსამსახურე შეემატა - ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება დღეს გორის ციხეზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა და მათ ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ქურთიაშვილი, მიხეილ კაცოვენკო და რომან მიქაძე პირველ ქვეით ბრიგადის საშტაბო ასეულში სანიმუშო სამსახურისთვის ქართული ხმლებით დააჯილდოვა, სადაც მისი ავტოგრაფია გამოსახული. გიორგი ქურთიაშვილმა უმაღლესი განათლება პრაღაში მიიღო, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახური გადაწყვიტა. გიორგი ქურთიაშვილი პროფესიით ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტია და ის ოთხ უცხო ენას ფლობს.

თავდაცვის მინისტრტმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა წვევამდელთა სისტემის პირობების გაუმჯობესებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, ჯარში მიღებულ განათლების ხარისხზე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინტეგრაციაზე პროფესიულ ჯართან.

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები, შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ფიცის დადებამდე წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარეს, რომელიც საბრძოლო მომზადების დონით იდენტურია იმ მომზადებისა რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. დღეიდან ისინი პირველ ქვეით ბრიგადაში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ, სადაც სავალდებულო სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს
'საპნის ოპერეტა გვარამიას რეჟისურითა და ოქუაშვილის შესრულებით' – ვანო ჩხარტიშვილი ბრალდებებს პასუხობს
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
'ომეგა ჯგუფის' გენერალური მენეჯერი - ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი