Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 21:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ბლოგი
'ფეისბუქერთა' სახეები საქართველოში
25 ივლისი 2018 21:01
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ადამიანის ფსიქოტიპის გასაცნობად საუკეთესო საშუალებაა. წლების განმავლობაში „იუზერთა“ გარკვეული კატეგორია ჩამოყალიბდა, რომელთაგან ნაწილს, ალბათ, ყველას „ნიუსფიდზე“ საპატიო ადგილი უკავია.

„ეურუსი“ წარმოგიდგენთ „ფეისბუქერების“ რამდენიმე ტიპაჟს:

„მოძღვრები“ - პოსტების უმეტესობა პრიმიტიულ თემებთან დაკავშირებით უფასო რჩევა-დარიგებებს მოიცავს. პარალელურად, ავტორი ცდილობს დატოვოს შთაბეჭდილება, რომ ბევრს კითხულობს: „რატომ არ ვიღიმებით ქუჩაში სიარულისას? კოელიოს და აკუტაგავას მიხედვით, „ღიმილი-ეს ცხოვრებაა“. გავიღიმოთ!“

საქმის სოციალური ქსელით გამრკვევნი (მაგრამ არა-ბოლომდე): ამ ტიპის „იუზერები“ თავიანთ ცხოვრებაში შექმნილ პრობლემებს „ფეისბუქზე“ ამზეურებენ და პერსონის იდენტიფიცირების გარეშე წერენ: „მიდი, მიდი, იჭორავე, მეტი მაინც არ შეგიძლია“ - და იქვე ხარხარის სმაილი. ბოროტი ხარხარის. ალბათ.

„დრამაქვინები“: ამგვარი მომხმარებლების ფეისბუქაქტივობა უმეტესად უარყოფით ინფორმაციას შეიცავს: „ღმერთო, თითქოს ის არ მეყოფოდა დილით რომ ბანანაზე ფეხი ამიცდა, საღამოს კორპუსიდან ვიღაცამ ნარეცხი წყალი გადამსხა. ამ ქვეყნაში ცხოვრებას რა აზრი აქვს. ჩემი თავი მეცოდება“.

„უცხო ტერმინების მოყვარულთა კლუბის წევრები“: მათი პოსტების კითხვა არ ღირს, რადგან აზრის გამოტანა რთულია. სავარაუდოდ, თავად ავტორებმაც არ იციან რას გულისხმობენ და შესაძლოა „მემორიში“ ამოგდებულ, წინა წლებში დაპოსტილ საკუთარ ნაზრევს თვალს არიდებენ კიდეც: „კონკურენტუნარიანობის ინდექსში მიზეზშედეგობრიობის კონტექსტის გათვალსწინებით, ურთიერთ ანტაგონისტური დამოკიდებულება აკუმულირდება და კონსიუმერულ მიმართებას წარმოქმნის. სწორედ, ამიტომ...„

რატომღაც პოპულარულები: ისინი ახალს არაფერს წერენ, ძველსაც ბანალურად გადმოსცემენ, მაგრამ მაინც ასობით „ლაიქს“ და „შეარს“ აგროვებენ: „რობოტმა სოფიამ მე-100 ხინკალი არ მინდა, ღრობოტი კი არ ვარო“- ამგვარი ფეისბუქერის ეს პოსტი მოსწონს 398 ადამიანს და კომენტარებში ჭარბობს შემდეგ შინაარსი : „აუუუ, გავიგუდე“.

ექსპერტი (პოლიტიკაში, სპორტში, ფსიქოლოგიაში... სულ ყველაფერში): რაც არ უნდა მოხდეს, გლობალური პოლიტიკიდან დაწყებული, მეზობლის სახლში რემონტით დასრულებული, ის ვრცელ ანალიზს გამოაცხობს და „ნიუსფიდს“ გაგიმდიდრებთ. მაგალითის მოყვანა არც ღირს, ამის კითხვა „ფეისბუქზეც“ საკმარისია.

ბუნებრივია, ფეისბუქმომხმარებლების ეს მცირე ჩამონათვალი სრულიად სუბიქტურ აღქმას ასახავს. და რა თქმა უნდა, სოციალური ქსელი სწორედ ამიტომ არის საინტერესო, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა ყველას ისე შეუძლია, როგორც სურს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი