Loading...
Close
21 თებერვალი 2019 18:04
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
8 აგვისტო 2018 10:34
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი აგვისტოში, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში დაიწყო. კერძოდ, ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ ქალაქ ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები დასავლეთ საქართველოში გადმოსხეს. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები- ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, თუმცა ბრძოლა უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა 8 ოქტომბერს დაასრულა, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა) რჩება. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.

ევროკავშირი და აშშ ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი