Loading...
Close
21 თებერვალი 2019 17:37
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ვასილ მაღლაფერიძე - ის დრო, როცა ტელევიზიაში ხელფასს ტყუილად, ხმამაღალი სიტყვის გამო იღებდნენ, აღარ იქნება 
4 სექტემბერი 2018 19:04
პროფკავშირს ბუნებრივია, აქვს ადამიანების დაცვის ინტერესი, მაგრამ რამდენად წარმოადგენენ ისინი უშუალოდ ამ ადამიანების ინტერესებს და არ მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით, ეს ცალკე თემა, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის პროფკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
შეხვედრა პირველი არხიდან 70-მდე თანამშრომლისთვის ხელშეკრულების პირობების შეცვლას ეხებოდა.

„ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა მათ გაახსენდათ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლები არიან და შეხვედრა უნდათ. რასაკვირველია, შევხვდით და ეს საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ბოლოს ტელეკამერების წყურვილმა ისე გადასძლიეს, რომ სპექტაკლი მოაწყვეს. შეიძლება, ქცევის ნორმებისა და ზრდილობის საკითხებიც დადგეს, მაგრამ კოკიდან ის გადმოედინება, რაც მასში ასხია.

ამ პროცესის არსი არის ის, რომ ადამიანების ანაზღაურება მოხდეს შესრულებული სამუშაოს ოდენობის მიხედვით. ეს პროცესი არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემის გამო და უნდა გადაიჭრას. ამავე დროს, ყველას ვურჩევდი, რომ ზოგადი, ხმამაღალი სიტყვების ნაცვლად, პირადი განაწყენებაც გვერდზე გადადოს, მაქსიმალურად კონსტრუქციულად იმუშაოს. ზედმეტი ხმაურით, პრესკონფერენციებით ასეთი საკითხები არ წყდება, მით უმეტეს, ამის უკან შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული პირადი ინტერესები. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. ის დრო, როცა ამ ტელევიზიაში ხელფასს ტყუილად იღებდნენ, ხმამაღალი სიტყვის გამო, აღარ იქნება. ამის გამო განაწყენებულ ადამიანებს განსაკუთრებულ ფერებას ვერ დავუწყებთ. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად რბილად ვცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას. ტელევიზია განუწყვეტლივ ზრდის კონტენტს, მაქსიმალურად ვითარდება. გამოვდივართ წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან. სულ მალე პირველი არხი ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის, ამაში ყველა დარწმუნდება.

ეჭვი მეპარება, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ლიდერობას იჩემებენ ან არიან ლიდერები, რამე საკითხის გადასაწყვეტად იყვნენ მომზადებული. მათი საქციელი უფრო ტელეკამერების წინ თავმოწონებას ჰგავს. ტელეკამერების წინ სპექტაკლების მოწყობით საქმე არ კეთდება. გუშინ გაახსენდათ პრობლემა და დღეს სცადეს ტელეკამერების წინ საკითხის გადაწყვეტა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან იაფფასიანი ხერხია, თუმცა ჩვენ მათ ყოველთვის შევხვდებით. არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს პრობლემის გადაჭრის რამე განსაკუთრებული სათქმელი ან განსაკუთრებული სურვილი აქვთ. პირდაპირ მინდა ვთქვა – ფერებას ვერ დავუწყებთ, თავის პირად პრობლემებს ვერ მოაგვარებენ შანტაჟით. ეს შანტაჟი არავის გაუვა. ძალიან კარგად იციან, რომ პრობლემებიც ეხება ადამიანების ბედს და ადამიანების ბედით სპეკულირება არ არის კარგი საქციელი. რასაკვირველია, თუ მათ კონსტრუქციული დიალოგი უნდათ, შეხვედრები ჩვეულებრივად გაგრძელდება. შეხვედრა არანაირი პრობლემა არ არის“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'შეხვედრას ვითხოვთ პრემიერთან და ბიძინა ივანიშვილთან' - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ვასილ მაღლაფერიძეს შეხვდა
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობენ
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი