Loading...
Close
21 თებერვალი 2019 17:37
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ნინო ზაუტაშვილი - მივმართავთ პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიძინა ივანიშვილს - ჩაერთონ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში
5 სექტემბერი 2018 16:40
მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიძინა ივანიშვილს, რომ აუცილებლად ჩაერთონ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა მაუწყებელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ თანამშრომლებს არხიდან გაათავისუფლებენ, საქმე სასამართლოში გადავა.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც თავიდან ბოლომდე საზოგადოების კუთვნილებაა. მაუწყებელში არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასაც ოპტიმიზაცია დაარქვა გენერალურმა დირექტორმა. ამ პროცესში გენერალური დირექტორის გარდა მონაწილეობს ზოგადად, მენეჯმენტი და ეს ადამიანები არიან - თინათინ ბერძენიშვილი, გიორგი გვიმრაძე, ელენე მიხაილოვა, პაატა ქურდაძე, გოჩა ქუმსიშვილი. ეს არის იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება. მართალია, ხელს აწერს გენერალური დირექტორი, თუმცა გადაწყვეტილების მიღება დაგვიდასტურა გუშინ ამ ჩამოთვლილმა ადამიანებმა.

ხვალ უნდა შევხვედროდით ვასილ მაღლაფერიძეს, თუმცა სამწუხაროდ, მან 2-დღიანი შვებულება აიღო, დაბადების დღე აქვს. როგორც ვხედავ, ეს შეხვედრა ვერ შედგება. პროფკავშირი მზადყოფნას გამოხატავს, ნებისმიერ დროს შეხვდეს ვასილ მაღლაფერიძეს რამდენჯერაც იქნება საჭირო და გავიაროთ ყველაფერი.

სად არის დასაბუთება, თუ რატომ უშვებენ სამსახურიდან?! ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, რადგან არ არსებობს სამუშაო აღწერილობა. ყველანაირ ოპტიმიზაციას წინ უნდა უძღოდეს საყვედური, როდესაც ადამიანი პირობებს არ ასრულებს, ან გამაფრთხლებელი რაიმე დისციპლინური აქტი. ასეთი სახეზე არ არსებობს. დამონტაჟებული „ტურნიკები“, რომელსაც იმიზეზებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური მენეჯმენტი, ხშირ შემთხვევაში არ არის აღმნიშვნელი თანამშრომლის პროდუქტიულობის. ზოგადად ჩვენ გვაქვს საქმე არაპროფესიონალურ მიდგომასთან“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისი განცხადებით, უნდა დადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან სახეზეა მართვის კრიზისი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი რამდენიმე ათეულ თანამშრომელს ანაზღაურების ახალ - საათობრივ პირობებს სთავაზობს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ვასილ მაღლაფერიძე - ის დრო, როცა ტელევიზიაში ხელფასს ტყუილად, ხმამაღალი სიტყვის გამო იღებდნენ, აღარ იქნება 
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობენ
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი