Loading...
Close
21 თებერვალი 2019 17:37
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ნათია კუპრაშვილი - ტელევიზიაში, რომლის რეიტინგიც დასულია ისტორიულ მინიმუმამდე,ზოგადად უნდა გადაიხედოს რა ტიპის პროცესები მიმდინარეობს
6 სექტემბერი 2018 14:27

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელევიზიაში არაგეგმური აუდიტის შესვლა, რეალურად საჭიროა.

''ვფიქრობ, რომ ტელევიზიაში, რომლის რეიტინგიც დასულია ისტორიულ მინიმუმამდე,ზოგადად უნდა გადაიხედოს რა ტიპის პროცესები მიმდინარეობს. როდესაც 53 მილიონი გაქვს და კიდევ 43 მილიონს ითხოვ სესხის სახით და რეიტინგი გაქვს იმაზე ნაკლები, ვიდრე ოდესმე გქონია, აქ ნამდვილად სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე'', - განაცხადა კუპრაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ სახელმწიფო აუდისტის სამსახურმა უნდა გაარკვიოს, თუ რატომ სჭირდება დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბანკიდან 43 მილიონამდე სესხის აღება, მაშინ როცა 53 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის არაგეგმური შესვლა ნამდვილად საჭიროა არამხოლოდ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, არამედ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ს წორი მოთხოვნაა, როდესაც ვითხოვთ არაგეგმურ აუდიტს, რომელსაც შეუძლია უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც ლეგიტიმურად ისმის საზოგადოებაში. თუ წელიწადი და რვა თვე იყვნენ ისეთი თანამშრომლები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ სამსახურში და ამის გასარკვევად „ტურნიკეტი“ დასჭირდათ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არასწორი გადაწვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და თავის დროზე არ იქონია რეაგირება. მათ დიდ ნაწილთან, ვისთანაც ჩვენც საუბარი გვქონდა, აჩვენებს, რომ ეს ადამიანები აქტიურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ზოგადად, რა ტიპის ტენდენციები გაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში?! მედიამ მეორე კვარტალურ ანგარიშს რომ გადახედოს რამდენიმე საქმეს ნახავს, ფაქტობრივად, ერთი საქმეა, რომელიც მოიგო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დანარჩენი ყველა საქმე მაუწყებელმა შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში წააგო. მარტო ბოლო ორ კვარტალში მოცემული ანგარიშის თანახმად, 200 000-ზე მეტი სახდელი დაეკისრა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს არის სწორედ არამიზნობრივი ხარჯები, რადგან მოქმედი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ისევ ჩვენს ხარჯზე, ბიუჯეტის ხარჯზე გვიწევს დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციის გადახდა. სასამართლომ არაერთ ინსტანციაში დაადასტურა, დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციების გადახდა. ფაქტებზე დაყრდობით ვხედავთ, რომ არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ხდება მენეჯმენტის მხრიდან, რის გამოც შემდეგ ჩვენ ვიხდით გადასხადს“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ნინო ზაუტაშვილი - მივმართავთ პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიძინა ივანიშვილს - ჩაერთონ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობენ
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი