Loading...
Close
18 ოქტომბერი 2018 06:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
'იბერია' პარალიზებულია - ტელეკომპანია 'იბერია' საგანგებო განცხადებას ავრცელებს
7 სექტემბერი 2018 12:41
ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ''იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. განცხადების მიხედვით, კომპანია ''ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ''იბერია“, პარალიზებულია.

„ტელეკომპანია “იბერიას” ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ უწევს საგანგებო განცხადების გავრცელება. ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ,,იბერიას“ ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ''იბერია“, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა.

ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, დახუროს ტელეკომპანია ''იბერია“ და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ,,ომეგა ჯგუფზე“ ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ „ იბერია“. ჩვენ, ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება „ომეგა ჯგუფს“. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებსა და ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს ტელეკომპანიამ მაუწყებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია 'იბერიას' დამფუძნებლის განცხადებას პასუხობს
მთავარი თემა

გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს
'საპნის ოპერეტა გვარამიას რეჟისურითა და ოქუაშვილის შესრულებით' – ვანო ჩხარტიშვილი ბრალდებებს პასუხობს
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
'ომეგა ჯგუფის' გენერალური მენეჯერი - ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი