Loading...
Close
26 მაისი 2019 15:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რელიგია
პატრიარქი სტუდენტებს - ურწმუნო ადამიანის გონებაში საშიშია განათლება - ღმერთმა მოგცეთ საღი გონება თავმდაბლობა და მორჩილება 
14 სექტემბერი 2018 12:38
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სასულიერო აკადემიის და სემინარიის სტუდენტები დალოცა. პატრიარქმა ქადაგებისას საკუთარი სტუდენტობის წლები გაიხსენა.

"შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ნიჭი სწავლისა და სიყვარულისა. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ერთმა პროფესორმა გვითხრა, რომ სასულიერო სასწავლებელი არ აძლევს ცოდნას, აძლევს გასაღებს იმ დარბაზისა, სადაც ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა. უნდა შეინახო ეს გასაღები კარგად და გააღო ცოდნის და განათლების დარბაზი. შენ უნდა იფიქრო შენს მომავალზე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს უფალმა სიბრძნე. სიბრძნის საწყისი არის ღვთის შიში. შიში ღვთისა არის საწყისი წინსვლისა. სასულიერო სასწავლებელი არის ძვირფასი იმით, რომ სემინარია და აკადემია აძლევს ფართო განათლებას. ჩემთან სწავლობდა საშუალო სკოლაში ნიჭიერი ახალგაზრდები. ერთმა მათგანმა დაამთავდა ოქროს მედლით. მაშინ პირველი წელი იყო როდესაც ოქროს მედლით აჯილდოვებდნენ, მაგრამ ის გამოვიდა ძალიან ვიწრო განათლებით ექიმი. სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მოგცეთ დიდი განათლება ცოდნა. განათლება ძვირფასია იმ შემთხვევაში, როდესაც ის არის მორწმუნე ადამიანის გონებაში. მორწმუნე ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ გააკეთოს. ურწმუნო ადამიანის გონებაში კი საშიშია განათლება. ამიტომ მივმართავ ჩვენს სტუდენტებს და ახალგაზრდობას, რომ უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ სულიერებაზე. იფიქრეთ სარწმუნოებასა და თავმდაბლობაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობარს- თუ ვინ გყავს. მე მახსენდება ჩემი მეგობრები აკადემიის და სემინარიის. ზოგიერთი მათგანი იყო ფილოსოფიური განათლებით და მათ იმოქმედეს ჩემზეც, სტუდენტებზეც. ჩვენ რომ ვამთავრებდით ლექციებს მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით ფილოსოფიურ წიგნებს. ღმერთმა მოგცეთ საღი გონება, მხიარულება, თავმდაბლობა და მორჩილება. არის შემთხვევები როცა სტუდენტი ამპარტავნდება და იწყებს კრიტიკას მასწავლებლებისა და უფროსებისა. ეს დაღუპვის გზა არის. ამას ერიდეთ. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვა
გიგი უგულავა - რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა
ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში ჭიათურაში ჩავალთ, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს
ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა
მთავარეპისკოპოსი ზენონი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი