Loading...
Close
18 თებერვალი 2019 22:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი კანაფის შესახებ - მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე
15 სექტემბერი 2018 21:27

წლიდან წლამდე სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სხვადასხვა პროგნოზით, 2024-2025 წლისთვის 25 მილიარდი დოლარის ბაზარი იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„პრინციპში, ეს ახალი ინდუსტრიაა. კულტურა თავისთავად ძველია, თრიაქით თრობა ისეთივე ძველია, როგორც, ალბათ, სამყარო, მაგრამ ზუსტად კანაფიდან ისეთი პროდუქტების დამზადება, რომლებიც სამედიცინო სფეროში გამოიყენება, არის ზუსტად სიახლე და დაკავშირებულია ახალ სამედიცინო ტექნოლოგიებთან. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ ამ პროცესში, გავაძლიეროთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

​ეს წამოწყება მიმართულია ექსპორტისა და გარე ბაზრისთვის, შესაბამისად, აქ დათვლა ასეთი იოლიც არ არის. შიდა მოხმარებისთვის როდესაც თვლი, გაცილებით იოლია, გახვიდე სწორ ციფრებზე. აქ გასათვალისწინებელია საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა, ვინ იქნებიან დისტრიბუტორები, როგორი იქნება ამ დროს სხვა ქვეყნების პოლიტიკა. ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ ინდუსტრიაში რამდენი ახალი მოთამაშე იქნება, თუმცა ვვარაუდობთ, რომ არანაკლებ მილიარდი ლარის იქნება შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში, მე ძალიან გამიხარდებოდა, თუ ეს ციფრი უფრო მეტი იქნებოდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა კანაფის ბიზნესი საქართველოში პოპულარული და მიიღებენ თუ არა ბიზნესმენები სალიცენზიო კონკურსში მონაწილეობას.

„თქვენ თუ გადახედავთ ჩვენი ქვეყნის ბოლო ათწლეულებს, ზუსტად ზნეობრივი კრიზისისა და ამორალურობის მთავარი წყარო იყო სიღარიბე და გაუნათლებლობა, იქ დევს პრობლემა, აქ ამ საკითხის დაკავშირება ზნეობასთან არანაირად არ მიმაჩნია გამართლებულად. ზუსტად აქედან ამონაგები თანხა და არამარტო აქედან, ზუსტად ამდაგვარი ინოვაციური მიდგომებით გარღვეული ეკონომიკიდან და წინ წაწეული ეკონომიკიდან მიღებული ამონაგებით ჩვენ წამოვწევთ განათლებას და დავამარცხებთ სიღარიბეს, იმედია, საბოლოოდ. ზუსტად ეს იქნება ზნეობრივი და მორალური კრიზისიდან გამოსვლის საფუძველი. შესაბამისად, აქ იმაზე საუბარი, რომ ეს ან უზნეოა, ან სათაკილოა, მგონი აბსოლუტურად არაადეკვატურია. მესმის ჩვენი საზოგადოების კონსერვატორული ნაწილის, რომელიც შეშფოთებულია და რომელიც წუხს, მესმის ეს და მგონია, მეტი ახსნაა საჭირო, როგორც ეკონომისტების, ასევე სამართალდამცველებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების მხრიდან. მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. რაც შეეხება ლიბერალურ ფრთას, იქ საერთოდ არ მესმის მათი არგუმენტები, მგონი ასეთი არათანმიმდევრულები არასდროს ყოფილან, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით არიან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის მიბმა მორალურ და ზნეობრივ საკითხებთან აბსოლუტურად არაადეკვატურია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი