Loading...
Close
21 თებერვალი 2019 17:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
​ვანო ჩხარტიშვილი - ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ხსენებულა ტელეკომპანია 'იბერია'
17 სექტემბერი 2018 19:02

ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ყოფილა ნახსენები ტელეკომპანია “იბერია”, - ამის შესახებ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს. ჩხარტიშვილის განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს „რუსთავი2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ჩემი სახელი “ომეგა” ჯგუფისა და ტვ „იბერიას“ გარშემო მიმდინარე პროცესებს გაუგებარი პოლიტიკური ქვეტექსტებით დაუკავშირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ხსენებულა ტელეკომპანია “იბერია”. საუბარი შეეხებოდა თამბაქოს ქართულ ბაზარზე შექმნილ მძიმე ვითარებას. კერძოდ, თამბაქოს იმპორტიორების დემპინგური ფასების გამო თამბაქოს ქართულ წარმოებას შეექმნა რეალური გაჩერების საფრთხე და გამოსავლის ძებნაში, შეხვედრაზე მოთელილ იქნა “თბილისის თამბაქოსა” და “ომეგას” სადისტრიბუციო ქსელების შერწყმის იდეა. ეს ერთ-ერთი გზა იყო ქართული წარმოების გადარჩენისა და ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ამავე მიზნით, მთავრობასთანაც გვქონდა მოლაპარაკებები. შეხვედრაზე არ გვისაუბრია არც ფონდებზე, არც კულუარულ გარიგეგზე და არც პოლიტიკაზე, მით უფრო ტელეკომპანია “იბერიაზე”. მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ და იდეაზე მუშაობა არ გაგრძელებულა“, - ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ლევან ყიფიანი 'ომეგა ჯგუფის' ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობენ
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი