Loading...
Close
26 მაისი 2019 15:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
რომან გოცირიძე - არ გაბედოს მთავრობამ ე.წ. დემპინგის კანონპროექტის ინიცირება
18 სექტემბერი 2018 11:23

არ გაბედოს მთავრობამ ე.წ. დემპინგის კანონპროექტის ინიცირება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხი განხილული იქნება, როგორც დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილე, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

“მორიგ ფარულ ჩანაწერში ”ომეგას” საქმის ირგვლივ ირკვევა, რომ მთავრობის ზოგიერთი წევრის სიტყვიერი მითითებით, სიგარეტის იმპორტიორებს აიძულებდნენ საქონლის ფასის ხელოვნურად ზრდას. ასე ჩაუყვეს ჯიბეში ხელი მილიონობით მომხმარებელს და ასეული მილიონი ლარი ამოიღეს თითოეული ქართული ოჯახის ბიუჯეტიდან. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ გაძვირებული უცხოური სიგარეტის სანაცვლად უფრო იაფი ქართული სიგარეტი გაეყიდათ, რაც მათ პირად ინტერესშიც შედიოდა. ამას ლამაზი სიტყვით - ”დემპინგის წინააღმდეგ ბრძოლით” ხსნიან. ასეც რომ იყოს, ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დიდი დანაშაული, უკანონოდ ახდენდნენ რა ფასების მანიპულაციას. როგორც ვიცით, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. სხვა სფეროებშიც ხდება მსგავსი ჩარევები და ამით უძვირებენ ქართველ მომხმარებელს შემოტანილ საქონელს. ირანული ცემენტის და ხორბლის ავტომანქანებით გადამზიდავების წინააღმდეგ ატეხილი კამპანია ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითებია. ახლა აპირებენ ამის ლეგალურად გაკეთებას. მთავრობას შემოაქვს კანონპროექტი დემპინგის შესახებ და ”სამამულო ბაზრის დაცვის” მოგონილი მოტივით უკვე კანონის ძალით დაიწყებენ თავიანთი ბიზნესების ლობირებას. გუშინ გავრცელებული ჩანაწერი საკმარისი მტკიცებულებაა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში იქნას მიცემული ყველა, ვინც ფასების უკანონო მატებაში მონაწილეობდა. პასუხისგებაშია მისაცემი თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივი წარმომადგენლებიც, რომლებიც ასრულებდნენ უკანონო დავალებებს და ფაქტობრივად ფულს სძალავდნენ ადგილობრივ მომხმარებლებს“, - წერს რომან გოცირიძე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ​ვანო ჩხარტიშვილი - ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ხსენებულა ტელეკომპანია 'იბერია'
მთავარი თემა

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვა
გიგი უგულავა - რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა
ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში ჭიათურაში ჩავალთ, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს
ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა
მთავარეპისკოპოსი ზენონი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი