Loading...
Close
18 ოქტომბერი 2018 06:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ნინია კაკაბაძე საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ გია იაკობაშვილს იმ თანამშრომლებთან დაკავშირებული ჩანაწერის განადგურებაში ადანაშაულებს, რომლებსაც გათავისუფლება ემუქრებათ
19 სექტემბერი 2018 14:03

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე საბჭოს წევრს გია იაკობაშვილს საბჭოს, მენეჯმენტისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის ჩანაწერის განადგურებაში ადანაშაულებს.

ნინია კაკაბაძე განმარტავს, რომ შეხვედრა ეხებოდა იმ 42 თანამშრომელს, რომელიც ახალი სეზონიდან ახალ ხელშეკრულებაზე არიან გადაყვანილი.

„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თხოვნით გაიმართა გაფართოებული შეხვედრა საბჭოს, მენეჯმენტს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის. ცხადია, საქმე ეხებოდა იმ 42 თანამშრომელს, რომელიც ახალი სეზონიდან ახალ ხელშეკრულებაზე არიან გადაყვანილნი.

ეს შეხვედრა წინასწარი შეთანხმებით იწერებოდა. ყველა გაფრთხილებული იყო ამის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მას ავტვირთავდით ვებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა წასული იყო, საბჭოს რამდენიმე წევრმა გადაწყვიტა, რომ ჩანაწერი არ აიტვირთოს.

ამის შემდეგ ჩანაწერი მოითხოვა ნინო ზაუტაშვილმა. ის ითხოვდა ჩანაწერს, არა გასაჯაროვების, არამედ თუ საჭირო გახდებოდა მისი მტკიცებულებად გამოყენების მიზნით.

საბჭო რამდენიმე დღეა ბჭობს ამ ჩანაწერის ნინო ზაუტაშვილისთვის გადაცემა-არგადაცემის საკითხზე, მაგრამ გუშინ საღამოს ტელევიზიაში მიდის გია იაკობაშვილი, ქურდულად და ტყუილით ითხოვს მასალას, ამბობს, რომ საბჭოს უმრავლესობამ გადაწყვიტა ამ ჩანაწერის წაშლა და იქვე ანადგურებს ჩანაწერს.

აი, ასე ტყუილებით, მიპარვით და რაც მთავარია "უმრავლესობის სახელით" მოქმედებენ უმრავლესობის წარმომადგენლები. საბედნიეროდ, არსებობს მიმოწერა ელექტრონული ფოსტით, სადაც მხოლოდ ზაზა შათირიშვილი და გია იაკობაშვილი იზიარებენ ჩანაწერის განადგურების იდეას“, - განაცხადა კაკაბაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს
'საპნის ოპერეტა გვარამიას რეჟისურითა და ოქუაშვილის შესრულებით' – ვანო ჩხარტიშვილი ბრალდებებს პასუხობს
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
'ომეგა ჯგუფის' გენერალური მენეჯერი - ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი