Loading...
Close
18 ოქტომბერი 2018 07:07
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება არსებობდეს ქვეყანაში, რომ ისმოდეს სხვადასხვა აზრი
20 სექტემბერი 2018 16:26
„თუ ტელევიზიის დახურვას აქვს ობიექტური მიზეზი – ეს არის ერთი საქმე, თუ მას აქვს სხვა მიზეზი – ეს არის მეორე საქმე. ამიტომ ვამბობ, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, ჩვენს ინტერესშია, ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კითხვები უნდა დაისვას და თუ კონკრეტული პიროვნებების მხრიდან არის სადმე გადაცდომა, მას ხელს არავინ დააფარებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლის პრინციპი არის მედიაპლურალიზმი.

„თუ სადმე არსებობს კითხვები, ეს არის გამოძიების საქმე, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ არანაირი სუბიექტური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვაქვს. უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. თუ სადმე არის გადაცდომა კონკრეტული პიროვნებების მხრიდან, ბუნებრივია, ამას ხელს არავინ არ დააფარებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, თქვენ იცით, ვისი ხელწერაც იყო ეს თავის დროზე – იმ ძალების, რომლებიც, სხვათა შორის, ცდილობენ ამ საქმის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც პრინციპი არის მედია პლურალიზმი, რომლისთვისაც პრინციპი არის ის, რომ კანონი უნდა იყოს ბოლომდე დაცული, აქედან გამომდინარე, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, თუ ვინმემ არასწორად იმოქმედა, უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ამას უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

თუ ტელევიზიის დახურვას აქვს ობიექტური მიზეზი, ეს არის ერთი საქმე, თუ მას აქვს სხვა მიზეზი, ეს არის მეორე საქმე. ამიტომ ვამბობ მე, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, ჩვენს ინტერესშია ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას, ეს არის მთავარი. თუ მოიხსნება კითხვის ნიშნები, მაშინ, ბუნებრივია, სხვა მიმართულებით წავა პროცესები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მედია საშუალება არსებობდეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მაქსიმალურად ისმოდეს სხვადასხვა აზრი, მათ შორის კრიტიკული აზრი. ეს არის ჩვენს ინტერესებში და ბუნებრივია, ამ ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'იბერია' განსაცდელშია და სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე 'პატრიოტთა ალიანსის' ხმა' - ნატო ჩხეიძემ პარტია დატოვა
მთავარი თემა

გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს
'საპნის ოპერეტა გვარამიას რეჟისურითა და ოქუაშვილის შესრულებით' – ვანო ჩხარტიშვილი ბრალდებებს პასუხობს
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
'ომეგა ჯგუფის' გენერალური მენეჯერი - ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი