Loading...
Close
17 თებერვალი 2019 15:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გივი მიქანაძე - პარლამენტის ქუთაისის სასახლის ოპერირებისთვის წელიწადში 2.5 მილიონამდე ლარი იხარჯება
21 სექტემბერი 2018 18:09
პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანას ითვალისწინებს. ქალაქ ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებისთვის დახარჯული საბიუჯეტო თანხების ოდენობით მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რომლებმაც პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძისგან, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მოისმინეს.

„პარლამენტის ქუთაისის სასახლის ფუნქციონირება წელიწადში 2.5 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. თანხა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს და იმისთვის, რომ სასესიო პერიოდში პარლამენტი ქუთაისში ოპერირებდეს და შენობა ფუნქციონალურ რეჟიმში იმყოფებოდეს, პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად აღნიშნული ოდენობის თანხა იხარჯება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისში დეპუტატების საქმიანობისთვის დამატებით გამოყოფილ თანხებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის იურიდიული მისამართი არის ქალაქი ქუთაისი, შესაბამისად, ქუთაისში ჩამოსვლის დროს არანაირ დამატებით სამივლინებო ხარჯებს დეპუტატები არ იღებენ. „მათ აქვთ მხოლოდ ხელფასი და იმ შემთხვევაში თუ მათ უწევთ ქუთაისში დარჩენა, განთავსებასთან დაკავშირებულ თანხებს პარლამენტის წევრები საკუთარი ხარჯებიდან გასწევენ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ. პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისის სასახლეში არსებული აპარატურის თბილისში გადატანის საკითხებზეც ისაუბრა. „თბილისში არის გარკვეული აპარატურა, თუმცა იმ აპარატურის ნაწილის, რომელიც ქუთაისშია, მოხდება გადატანა და შესაბამისად, სათადარიგო ვარიანტად გამოყენება, რაც დამატებითი ეკონომიის მომენტს ქმნის. შესაბამისად, როდესაც პარლამენტის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება შევა ძალაში, პარლამენტის თბილისის სასახლე სრულ მზადყოფნაში იქნება იმისთვის, რომ სასესიო სხდომები ჩატარდეს და პარლამენტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
მთავარი თემა

დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ პროფესორ გოჩა ბარნოვს პედაგოგიური საქმიანობის უფლება შეუწყვიტა
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ხანძრის შედეგად დაზარალებული - არავინაა ჩვენი პატრონი, ამხელა ზარალს ახლა როგორ გადავიხდით?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
დავით კირკიტაძე გურჯაანის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პაატა შამუგია - შეიძლება იყოს უსამართლო პრეზიდენტი ან აღმასრულებელი ხელისუფლება და არ დაიქცეს ქვეყანა, მაგრამ დაიქცევა თუ იქნება უსამართლო სასამართლო
ვანო ზარდიაშვილი 9 დეპუტატის ინიციატივაზე - არც ერთი იურისტი, თუნდაც პირველკურსელი, ამ პროექტს ხელს არ მოაწერდა, რადგან გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი