Loading...
Close
18 თებერვალი 2019 23:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
თალაკვაძე - სამწუხაროდ, საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა 
21 სექტემბერი 2018 18:30
ამ საქმეზე ყველაზე მთავარია, რას გავაკეთებთ ხვალ და როგორ დავიცავთ ბავშვების უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, სამწუხაროდ, კომისიამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა, რაც ზაზა სარალიძის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო.

„საზოგადოებას და ზაზა სარალიძეს მართლმსაჯულებასთან მიმართებაში დარჩა კითხვები და ჩვენ მივიღეთ პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ამ კითხვებს გასცემოდა პასუხი. ეს გადაწყვეტილება ჩვენ იმიტომ კი არ მივიღეთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ან იმიტომ, რომ დღეს ეს საუბარი მოგვესმინა, რაც აქ ვნახეთ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ჩარევა არ მომხდარა მართლმსაჯულების წინააღმდეგ და რომ ამ საქმეში სახელმწიფო არავის ხელს არ აფარებდა. სახელმწიფო არ იყო სიმართლის წინააღმდეგ. ახლა კომისიამ დაასრულა მუშაობა. ჩვენ ამ კომისიაში ოპოზიციურ პარტიას მივეცით უმრავლესობა, რადგან დღეს აღარ ყოფილიყო საუბარი, რომ ვინმემ ვინმეს დააფარა ხელი, რომ არ ყოფილიყო საუბარი, რომ სახელმწიფო ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან დღეს მართლაც გამოჩნდა და ამ კომისიის მუშაობამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ჩარევა ამ საქმეში მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ არის, რომ სახელმწიფო ამ საქმეში სიმართლეს არ უშლის ხელს და რომ პოლიტიკური ნება არის დადგინდეს სიმართლე და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში.

ამის გარდა კომისიის წინაშე იყო მეორე შეკითხვაც, რომელსაც სვამდა ზაზა სარალიძე, საზოგადოება და რომელიც ჩვენმა კოლეგებმა ამ ტრიბუნიდან გუშინ და დღეს დასვეს არაერთხელ. კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ შეკითხვას გასცემოდა პასუხი. სამწუხაროდ, კომისიამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვალდებულნი ვართ საზოგადოებას ვუთხრათ ამ კომისიის საქმიანობის შედეგები და ეს მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა, რომელიც ფრაქციის დადგენილებაშია ასახული.

აქ მოვისმინეთ ბევრი სპეკულაცია, მაგრამ გულწრფელად ვთქვათ, რა განსხვავებაა „ევროპული საქართველოს“ დასკვნასა და ამ დადგენილებას შორის. არის ძალიან მარტივი განსხვავება, რომელზეც დღეს არც სერგი კაპანაძემ და არც გიგა ბოკერიამ და არც სხვამ არ ისაუბრა. მართლაც დიდი სამუშაო გასწია კომისიამ, მაგრამ დადგენილებას და დასკვნას შორის არის ერთი განსხვავება – „ევროპულ საქართველოს“ თავის დასკვნაში ყველაფერთან ერთად უწერია პოლიტიკური მოთხოვნებიც, დასკვნებიც და ჩვენ სწორედ ამას არ დავეთანხმეთ. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები ამ უმძიმესი დანაშაულიდან.

სამწუხაროდ, არც სერგი კაპანაძეს და არც სხვებს არ გახსენებიათ ყველაზე მთავარი ვისთვისაც პარლამენტი მუშაობს ამ საქმეზე, ვისზე ვალდებულიც ვართ რომ ვიფიქროთ, როცა დასკვნები გამოგვაქვს. ეს არიან ბავშვები, რომლებიც აგრძელებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და სკოლაში სიარულს. ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ ამ საქმეზე ყველაზე მთავარია რას გავაკეთებთ ხვალ და როგორ დავიცავთ ბავშვების უსაფრთხოებას. ამის გარდა, კომისიის წინაშე იყო მეორე შეკითხვაც, რომელსაც სვამდა ზაზა სარალიძე, საზოგადოება და რომელიც ჩვენმა კოლეგებმა ამ ტრიბუნიდან გუშინ და დღეს დასვეს არაერთხელ. კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ შეკითხვას გასცემოდა პასუხი. სამწუხაროდ, კომისიამ ვერ დაადგინა თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვალდებულნი ვართ საზოგადოებას ვუთხრათ ამ კომისიის საქმიანობის შედეგები და ეს მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა, რომელიც ფრაქციის დადგენილებაშია ასახული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი