Loading...
Close
18 თებერვალი 2019 22:27
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - 'ნაციონალურ მოძრაობას' სურს რევანში ყველაფრის ფასად - ჩვენ გვინდა დემოკრატიული არჩევნები
22 სექტემბერი 2018 17:38
გრიგოლ ვაშაძის რუსული პასპორტი დავტოვოთ მის პირადულ საკითხად და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ევროპის, ამერიკის დიპლომატიაში აქვს სერიოზული კავშირები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში ამომრჩეველთან პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე განაცხადა.

„შესაძლოა, ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ რადგან, „ქართულმა ოცნებამ“ არ დააყენა საპრეზიდენტო კანდიდატი, მოვიდა ჩვენი დრო და ახლა ყველაფრის ფასად რევანშს მოვაწყობთ, დიახ, განსხვავება ჩვენს შორის დღეს არის ეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ სატელიტებს სურს რევანში ყველაფრის ფასად. ჩვენ გვინდა დემოკრატიული არჩევნები. აი, ეს არის ძირითადი განსხვავება ჩვენს კამპანიებს შორის“. ზუგდიდელებმა მითხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დასცინის. პირიქით, ამაზე დიდი და ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანმა რამდენიმე ათეული წელი გაატარა ემიგრაციაში, იქ დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში. მაჩვენეთ კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ამდენი წელი იცხოვრა ემიგრაციაში, იქ დაიბადა, გაიზარდა და ასეთი საოცარი ქართულით ლაპარაკობს. მეორე, რაც ყველამ მითხრა, არის ის რომ ხმას ვაძლევთ მას, რადგან ეს არის უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი. სად იყვნენ დღეს ვაიდემოკრატები, სად იყვნენ ადამიანის უფლებათა ვითომ დამცველები, რომლებმაც დღეს ამოიღეს ხმა იმ მედიაში, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, რადგან მათ დროს მედია არ არსებობდა. არსებობდა ჯიბის ტელევიზიები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ. დიახაც, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაუპირისპირდა ყველაზე საშიშ სახელმწიფო მანქანას, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მომართული და ეს სტრასბურგის სასამართლოს მინიმუმ სამ გადაწყვეტილებაში წერია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომლის განმარტებითაც, სალომე ზურაბიშვილს მთავარი დამსახურება მიუძღვის საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში. არჩილ თალაკვაძის თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა იმ დოკუმენტზე, რომელიც ბაზების გაყვანას უკავშირდება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი