Loading...
Close
18 თებერვალი 2019 23:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ლია მუხაშავრია - კოტე კემულარიას რეპუტაციას სახელმწიფო კბილებით იცავდა - თეა წულუკიანს ეშინია, რომ მასაც მოუწევს მსგავსი სარჩელების გამო პასუხი აგოს მომავალში
22 სექტემბერი 2018 15:47
იუსტიციის ყოფილი მინისტრის კოტე კემულარიას რეპუტაციას სახელმწიფო კბილებით იცავდა და ამიტომ ეჭვი მაქვს, თეა წულუკიანს ეშინია, რომ მასაც მოუწევს მსგავსი სარჩელების გამო პასუხი აგოს მომავალში, - ამის შესახებ უფლებადამცვლემა ლია მუხაშავრიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მარიამ ჯიშკარიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მუხაშავრია, იოსებ ხატიაშვილთან ერთად სტრასბურგში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის ინტერესებს იცავდა.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვაკრიტიკებთ იუსტიციის მინისტრს და ახლა გვაქვს უკვე მტკიცებულება, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო არ არის. ჩვენ პოლიტიკურ ასპარეზზე მუდმივად გვესმის წინა ხელისუფლების კრიტიკა და ამ კრიტიკის ხარჯზე მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება და კონკრეტული საქმის გამო განმარტებას წერს იუსტიციის სამინისტრო ევროსასამართლოში, უნდა ნახოთ როგორ კბილებით იცავს მთავრობა თავის პოზიციას და როგორ ამტკიცებს, რომ მოსარჩელე არ არის მართალი და მისი საჩივარი უსაფუძვლოა. განსაკუთრებით აგრესიული იყო საქართველოს მთავრობა სწორედ ამ კონკრეტულ საქმეზე და პრაქტიკულად ჩვენ მოგვიწია იმის მტკიცება, რომ აქლემები არ ვართ. განსაკუთრებული აგრესია ალბათ იმან განაპირობა, რომ იცავდნენ იუსტიციის ყოფილი მინისტრის რეპუტაციას და ეჭვი მაქვს, რომ თეა წულუკიანს ეშინია, რომ მასაც მოუწევს მსგავსი სარჩელების გამო პასუხი აგოს მომავალში“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

უფლებადამცველის ინფორმაციით, მარიამ ჯიშკარიანის მიმართ ევროკონვენციის მერვე მუხლის დარღვევის დადგენა, ადასტურებს იმას, რომ საქართველოში უფლებადამცველები არიან დაცულები და მათი უფლებების დარღვევა ხდება არა რიგითი საჯარო მოხელის, არამედ პირადად იუსტიციის მინისტრის მხრიდან.

„ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ქართულმა სასამართლოებმა არ დაიცვეს ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის პატივისცემის უფლება და არანაირი შეფასება არ მისცეს კოტე კემულარიას აშკარად ყალბ და არასწორ ცნობებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა რამდენჯერმე აღნიშნული, რომ მასმედიისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი მტკიცების ტვირთს აკისრებს მომჩივანს. ეს საკითხი აღძრავს პრობლემას, რომ ეროვნულ სასამართლო სისტემაში პრაქტიკულად შეუძლებელია პატივისა და ღირსების დაცვა იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტს ადგენს მომჩივანი მხარისთვის. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს არის ვარაუდი, რომ მინისტრთა კომიტეტმა მოითხოვოს ამ კანონის გადასინჯვა და გარკვეული ცვლილებების შეტანა. მე ასევე წლების მანძილზე ვიცავ ჟურნალისტების უფლებებსაც, მაგრამ ის კანონი რომელიც დღეს მოქმედებს მედიის თავისუფლების კუთხით, აშკარად ზიანს აყენებს თავად მედიას და სამწუხაროდ, მედიას ქმნის უპასუხისმგებლოს და ჟარგონულად რომ ვთქვათ „გაყვითლებულ მედიად“, რაც ძალიან სამწუხაროა.

მეორე მხრივ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამორიცხული არაა, რომ მარიამ ჯიშკარიანს მიეცეს შესაძლებლობა და უფლება გადაისინჯოს მისი სარჩელი ეროვნულ სასამართლოებში, რომ უკვე შიდა სასამართლომ დაადგინოს პირადი, პროფესიული და საქმიანი რეპუტაციის დარღვევა და მას შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადონ“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, რომ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს წინააღმდეგ სტასბურგში საქმე მოიგო.

„2018 წლის 20 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ- გვერდზე გამოქვეყნებული იქნა სასამართლოს განჩინება საქმეზე მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home . აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადგინა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სასამართლო სისტემის მხრიდან მარიამ ჯიშკარიანის რეპუტაციის დაუცველობის გამო. საქმე ეხებოდა ფაქტს, რომლითაც იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია ახორციელებდა ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელზე ზეწოლასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მას-მედიის საშუალებებით, წამების ფაქტების დოკუმენტირების გამო“, - ნათქვამია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კოტე კემულარიასთან ქართულ სასამართლოებში წაგებული დავების საქმეზე, ცენტრ 'ემპათიას' ხელმძღვანელმა საქართველოს დავა სტრასბურგში მოუგო
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი