Loading...
Close
20 ოქტომბერი 2018 13:19
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
კოტე კემულარიასთან ქართულ სასამართლოებში წაგებული დავების საქმეზე, ცენტრ 'ემპათიას' ხელმძღვანელმა საქართველოს დავა სტრასბურგში მოუგო
22 სექტემბერი 2018 15:45
იუსტიციის ყოფილ მინისტრ კოტე კემულარიასთან ქართულ სასამართლოებში წაგებული დავების საქმეზე, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა საქართველოს სახელმწიფოს დავა სტრასბურგში მოუგო.

სახელმწიფომ დავა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან წააგო. საქმე ეხება 2005 წელს იუსტიცის ყოფილი მინისტრის კოტე კემულარიას განცხადებას, რომელიც მან მარიამ ჯიშკარიანის მისამართით გააკეთა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ის კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მარიამ ჯიშკარიანის დასკვნების საფუძველზე, ციხის საავადმყოფოში „ჯანმრთელი მსჯავრდებულები“ გადაყავთ.

„2005 წელი ის პერიოდი იყო, როცა ციხეების რეფორმა იწყებოდა. მე გახლდით ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი და ამავე დროს დამოუკიდებელი ექსპერტი-ფსიქიატრი. მე გავაკეთე სხვადასხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში საექსპერტო დასკვნები, რომლის თანახმადაც მათ მიმართ დარღვეული იყო საერთაშორისო სტანდარტები და ისინი არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა მედიიის საშუალებებით განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციას ჩემი მხრიდან და რომ „ჯანმრთელი პატიმრები“ ჩემი რეკომენდაციით გადაჰყავდათ ციხის საავადმყოფოში. საქმე გადასცა პროკურატურას გამოსაძიებლად. მე კოტე კემულარიას სასამართლოში ვუჩივლე და ეროვნული სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა - მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება შესაძლოა შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, სიტყვის თავისუფლების კანონიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჯდებოდა დებატებში, ვინაიდან მეც გახლდით საჯარო პირი და თურმე მე მქონდა თმენის ვალდებულება.

ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად დადგინდა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სრულ ცილისწამებას ადამიანის მისამართით და მისი რეპუტაციის შელახვას. ეს გახლავთ ადამიანის უფლებებებზე და ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაზე სერიოზული ზეწოლის ფაქტი და ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აქვს პრევენციული მნიშვნელობა. ცენტრ „ემპათიას“ მისამართით, რომლის მთავარი ფუნქციაა, წამების მსხვერპლთა დოკუმენტირება, შემდგომი რეაბილიტაცია და ექსპერტიზის ჩატარება, არაერთგზის ყოფილა მცდელობა ასეთი ზეწოლის და ზემოქმედების, განსაკუთრების იუსტიციის მინისტრებისა და ციხეების ადმინისტრაციული სტრუქტურების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მისი წინამორბედის პოზიციები გაიზიარა. ისინი გავეშებულები და გააფთრებულები იცავდნენ ქართული სასამართლოების მაშინდელ გადაწყვეტილებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას კარგად არ აქვს გაცნობირებული თუ რასთან გვქონდა საქმე.

დაველოდებით ევროსაბჭოს რეკომენდაციებს, რაც იქნება გაცემული საქართველოზე და ასევე მოვითხოვთ, რომ გამკაცრდეს ქართული კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებით ეს ეხებათ ექიმებს, რომლებიც მუშაობენ რისკის ზონაში და ექსპერტებს, რომლებიც ახდენენ ასეთი ფაქტების გამოვლენას და დოკუმენტირებას. საქართველოში უნდა შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა, ასეთი ადამიანების დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის , უსაფრთხოებისთვის და მათი დაცვისთვის. მსგავსი ტიპის ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ლია მუხაშავრია - კოტე კემულარიას რეპუტაციას სახელმწიფო კბილებით იცავდა - თეა წულუკიანს ეშინია, რომ მასაც მოუწევს მსგავსი სარჩელების გამო პასუხი აგოს მომავალში
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი