Loading...
Close
18 თებერვალი 2019 22:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება უზრუნველყო
22 სექტემბერი 2018 14:04
ყველა სათანადო ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ საქმეს მოეფინოს ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან ბევრი გვარი გაჟღერდა ამ საქმეში. ჩვენი ამოცანაა ის, რომ სადაც კითხვა გაჩნდა, ჩავეძიოთ მათ და გავცეთ პასუხი. ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში კორუფციას არ დავუშვებთ. თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც კორუფციასთან დაკავშირებით, ეს საქმე ჩასაძიებელია სამართალდამცავი ორგანობის მხრიდან. პარლამენტი, კომპეტენციის ფარგლებში ასევე დავინტერესდებით ამ საქმით. ყველა სათანადო ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ საქმეს მოეფინოს ნათელი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებდეს, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს.

„ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მე ვიცი ბატონი ბიძინას პრინციპები და საქმისადმი მისი მიდგომა. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება უზრუნველყო. ეს ელიტური კორუფცია საქართველოში 2012 წლამდე ყვაოდა და სწორედ მისი პრინციპების წყალობით, ქვეყნის მმართველობა რადიკალურად შეიცვალა. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი პრინციპების დამსახურება,“ - განაცხადა კობახიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'იბერიასა' და 'ომეგა ჯგუფის' საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი