Loading...
Close
18 ოქტომბერი 2018 07:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სპორტი
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნა
24 სექტემბერი 2018 11:56
"ბლექ სი არენაზე" 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტურნირის მონაწილეებს მიმართა.

"მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებს იმ ნდობისთვის, რამაც მოგვცა საშუალება დღეს, საქართველოს ამ ულამაზეს ქალაქში - ბათუმში გვემასპინძლა საჭადრაკო ოლიმპიადისთვის.

ისეთი მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმის მასპინძლობა, რომელშიც ჩართულია ათასობით მონაწილე და მოხალისე, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა.

მოგეხსენებათ, საქართველო გახლავთ უდიდესი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს საჭადრაკო საზოგადოებას ისეთი დიდი სახელები აჩუქა, როგორიც გახლავთ: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ბევრი სხვა.
ამ ადამიანებმა საჭადრაკო სამყაროში მთელი ეპოქა შექმნეს, ისტორია დაწერეს და მნიშვნელოვანია მათი მიღწევების ტრადიციად ქცევა.

მინდა, გამოვხატო ჩემი პატივისცემა ტურნირის თითოეული მონაწილის მიმართ და დაგიდასტუროთ სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სახელით.

სწორედ ჩვენი მთავრობის, სამინისტროს და ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ბათუმი ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს უმთავრეს საჭადრაკო ღონისძიებას.

დარწმუნებული ვარ, შეჯიბრების მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაიცნონ ჩვენი ქვეყნის სილამაზე და ჩვენი ხალხის სტუმარმასპინძლობის გამორჩეული თვისება.

წარმატებას ვუსურვებ შეჯიბრების მონაწილეებს! ჩემს განსაკუთრებულ მხარდაჭერას კი, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებების მიმართ გამოვხატავ.

ჩვენი მოჭადრაკეები, გამორჩეულად კი გოგონები, ყოველთვის იყვნენ ლიდერთა შორის და მათგან კიდევ უფრო მეტს ელის ქართველი გულშემატკივარი. ისინი ხომ საქართველოში ითამაშებენ!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ტურნირის თითოეულ მონაწილეს და წარმატებები მათ ჭადრაკის დაფასთან!", - განაცხადა ბატიაშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გიორგი მარგველაშვილი - საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წელი საქართველოში ინახებოდა, მინდა ვისურვო, ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით
მთავარი თემა

გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს
'საპნის ოპერეტა გვარამიას რეჟისურითა და ოქუაშვილის შესრულებით' – ვანო ჩხარტიშვილი ბრალდებებს პასუხობს
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
'ომეგა ჯგუფის' გენერალური მენეჯერი - ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი