Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 03:10
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე - საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს
24 სექტემბერი 2018 13:44
საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, შეინარჩუნა.

“2018 წლის დასაწყისიდან, კაპიტალის ადეკვატურობის ახალი ნორმების შემოღების შედეგად, კომერციული ბანკების კაპიტალის ხარისხი გაუმჯობესდა და რისკებზე დაფუძნებული გახდა. ამავდროულად, გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე, უმოქმედო სესხების წილს მთლიან დაკრედიტებაში კლების ტენდენცია აქვს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, უმოქმედო სესხების წილი საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული კლების ტენდენციის ზედმეტად ოპტიმისტურად ინტერპრეტირება და ცალსახა დასკვნის გაკეთება, რომ სესხებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი დაბალია. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 5.5 პროცენტი შეადგინა. შედეგად, ერთობლივი გამოშვება მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდა. ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაიზარდა მაკროეკონომიკური და ფინანსური რისკების ადგილობრივ ეკონომიკაზე გადმოცემის საშიშროება, რამაც, გარკვეულწილად, ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზე მერყეობა გაზარდა. ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად თანმიმდევრულ მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ატარებს.

დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 2018 წლის აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19% შეადგინა, საიდანაც 11.5% შინამეურნეობების, ხოლო 7.5% კომპანიების დაკრედიტებაზე მოდის. რაც შეეხება სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობას, დაკრედიტების აღნიშნული ზრდის გათვალისწინებით, იგი გრძელვადიან ტრენდს გარკვეულწილად აჭარბებს, რაც ნაწილობრივ კურსის ეფექტით და ნაწილობრივ სესხების ზრდით არის განპირობებული. კომპანიებზე გაცემული სესხების ზრდა სასურველ ფარგლებშია, თუმცა, კომპანიების დაფინანსებაში კვლავ მაღალი დოლარიზაცია ნარჩუნდება”,– განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, სესხების ფასდადებისას სათანადოდ შეაფასონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკი.

“ფინანსური სისტემისთვის დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკები კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბოლო პერიოდში, უცხოური ვალუტის სესხებზე ადგილობრივად შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, იზრდება ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხები. აღნიშნული, როგორც მსესხებლების, ისე ბანკების მხრიდან, უცხოური ვალუტის რისკების არასათანადო შეფასებაზე შეიძლება მიუთითებდეს, რაც საყურადღებოა ფინანსური სტაბილურობის რისკების კუთხით. უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ზრდის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სუვერენული რისკ-პრემიის ფაქტორიც, რომელიც, ფინანსური კრიზისის შემდგომ ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამდენად, უცხოური ვალუტის ფონდირების რისკების შეფასებისას, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების შესაძლო გავლენა განვითარებადი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ რისკ-პრემიაზე. აღნიშნულ რისკების პრევენციისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების სათანადოდ გათვალისწინების შესახებ მიუთითებს. ამავე დროს, საპროცენტო რისკს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრეს სცენარების ანალიზისას”,– განაცხადა გვენეტაძემ.

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი კვარტალში ერთხელ, წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად იკრიბება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი