Loading...
Close
24 მაისი 2019 16:08
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა
25 სექტემბერი 2018 13:46
გავლენიანი გამოცემა Bloomberg გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევას აქვეყნებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა, ზრდა +27.9%.

სიის ათეულში მოხვდნენ: სან მარინო 31.1%, საქართველო 27.9%, ისრაელი 24.6 %, თურქეთი 24.14%, ისლანდია 24.11%, მაკედონია 23.5%, აზერბაიჯანი 20%, მოლდოვა 19.6%, ბოსნია და ჰერცეგოვინა 18.66% და სომხეთი 18.65%.Bloomberg-ის ჟურნალისტი ნიკი ეკშტეინის თქმით, საქართველო გამოცდილი მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა.

“უნდა ვაღიაროთ, ამხელა ზრდას საქართველოში არ ველოდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ამის მიზეზი არსებობს. ამ ქვეყანაში კულინარიული თავგადასავლები სულ უფრო პოპულარული ხდება და ქართული სამზარეულო მოგზაურების მოსაზიდად კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს. ქართული ტრადიციული კერძები საუკეთესო მიზეზია, რომ ეწვიოთ ევროპის ამ ხელშეუხებელ კუთხეს“, – აცხადებს ეკშტეინი.

სტატიაში ნიკი ეკშტეინი აღწერს თბილისის თანამედროვე სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს და გასართობ ობიექტებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ მე-4 პოზიცია დაიკავა. ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, ტენდენციები და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშს აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, აღსანიშნავია, რომ საქართველო როგორც წარმატებული და ტურისტულად მზარდი ქვეყანა მსოფლიოს არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა. ეს ფაქტი შთამბეჭდავი მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ არის, არამედ მოწინავე ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი