Loading...
Close
26 მაისი 2019 15:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რელიგია
ილია მეორე - რთული დროა და იმედი გვაქვს, რომ ღვთისმშობლის ლოცვით და ვედრებით ღმერთი განკურნავს უძლურებას ჩვენსას
30 სექტემბერი 2018 14:00
გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლიერებას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებიდან, სადაც თქვენ მოღვაწეობთ, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათონის მთის ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარს, პროდრომოსს, რომელიც საქართველოშია ჩამობრძანებული. პატრიარქმა მას მრევლის მიერ დამზადებული ჯვარი გადასცა საჩუქრად.

"დიდია უფალი და დიდებულოა მისი საქმე. ვერავინ მისწვდება მის დიდებულებას, ღვთის განგებას. მოგეხსენებათ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, უძველესი რწმენის ქვეყანაა. ქრისტეშობამდე 6 საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ერთი ღმერთის სარწმუნოება. ქრისტიანულ საუკუნეებში, პირველ საუკუნეში საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. მეოთხე საუკუნეში როგორც ბიზანტიაში, ასევე საქართველოში ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია.

ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მონასტრებთან. მონასტრები დაარსდა მე-4, მე-5, მე-6 საუკუნეებში. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი პროდრომოსი ჩამობრძანებულია საქართველოში პირველად. ჩვენ გულითადად მივესალმებით მას თანმხლებ პირებთან ერთად.

საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა ათონის მონასტრების მიმართ.ჩვენც გვქონდა სავანეები - ივერონი, იოანე ღვთისმეტყველის სავანე და მრავალი სხვა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებიდან, სადაც თქვენ მოღვაწეობთ.

ათანასე დიდის ლავრას უკავია განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩემთვის თქვენი ჩამობრძანება ძალიან ძვირფასია.

მე როდესაც ვამთავრებდი სასულიერო აკადემიას, დავწერე საკანდიდატო დისერტაცია, ისტორია ივერთა მონასტრისა. მინდა აღვნიშნო თქვენი დიდი დამსახურება მართლმადიდებლობის წინაშე. თქვენო მაღალღირსებავ, რთული დრო არის. ეს სირთულე არა მარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას ჩვენსას", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ათონის მთის ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარმა პროდრომოსმა საქართველოს პატრიარქს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა
მთავარი თემა

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვა
გიგი უგულავა - რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა
ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში ჭიათურაში ჩავალთ, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს
ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა
მთავარეპისკოპოსი ზენონი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი