Loading...
Close
18 იანვარი 2019 07:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება სრულ თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან 
1 ოქტომბერი 2018 12:05
ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება სრულ თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს საჰაერო სივრცე თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საქმეში საქართველოს ფასდაუდებელ დახმარებას უწევენმოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები.

„ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვინც საქართველოს საჰაერო სივრცის სადარაჯოზე დგას, თითოეულ სამხედრო მფრინავს, მთელ საჰაერო ძალებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას საქართველოს ერთგული და უანგარო სამსახურისთვის. თქვენი სახით დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებიან საერთაშორისო სტანდარტებს. ქართულ სამხედრო ავიაციას 26-წლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა, მისი ისტორია 100 წელს ითვლის და 1918 წლიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. საამაყოა, რომ ჩვენმა სამხედრო მფრინავებმა ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამოიჩინეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს.

„სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს განსაკუთრებულ სტრატეგიულ ურთიერთობას საფრანგეთთან, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ამ საქმეში. ამჟამად უკვე საქართველოშია საჰაერო თავდაცვის სისტემები - რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომელთა ჩამოტანა ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარდა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და დახმარებით ასევე უმჯობესდებაქართული სამხედრო ავიაციის საჰაერო-სატრანსპორტო და ლოგისტიკურიშესაძლებლობები.

„მიმდინარეობს აგრეთვე შვეულმფრენების პარკის განახლება - რემონტი და მოდერნიზება, რაც ხელს შეუწყობს თვისებრივად ახალი, დასავლური სტანდარტების ქვედანაყოფის ფორმირებას. ეს შექმნის მყარ ბაზას მოძველებული ტექნიკის თანამედროვე საფრენი აპარატებით ეტაპობრივი ჩანაცვლებისათვის. შედეგად ქვეყანას ეყოლება მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები, რომლებიც ეფექტიანად შეასრულებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებებს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცერემონიის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებითღონისძიება ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა, სადაც თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო სისტემები წარმოადგინა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვითსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მიმართეს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
4 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე
დავით ბაქრაძე - დღეს დავარეგისტრირებთ დადგენილების პროექტს და ამ დოკუმენტით პარლამენტი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უკან გაიწვიოს მოსამართლეების სია
სახალხო დამცველი - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა
მოსამართლეების შერჩევის პრინციპთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს მიმართეს
მედიკო მარგოშვილი - ხალხში რომ გავდივარ მიყურებენ როგორც ტერორისტის დედას - სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა!

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი