Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 02:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
პრემიერი - ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფინანსური ცენტრი მთელი რეგიონისთვის 
3 ოქტომბერი 2018 14:49
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფინანსური ცენტრი მთელი რეგიონისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა და კოორდინაცია მაღალ დონეზე იქნება.

მთავრობის მეთაურმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ახალი ინიციატივა დეტალურად გააცნო. მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან 34 სახელმწიფოს მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში კომპანიების და საბანკო ანგარიშების ონლაინ-რეგისტრაციას, ისე, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწევთ.

„ეს მართლაც უნიკალური ინიციატივაა, რომელიც მართვაში და დანერგვაში საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებთან და ინვესტიციებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსი მასშტაბის ინიციატივას წარუდგენს ბიზნესმენებს.

„თქვენ იცით ჩემი განწყობა და მიდგომა, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ცვლილებებს ეკონომიკურ პოლიტიკაში, თუ არ გავდივართ კონსულტაციებს ბიზნეს წრეებთან. შესაბამისად, აუცილებლად ეს მიდგომა გაგრძელდება ყველა სხვა ინიციატივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი