Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 02:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა სიღარიბეა და ჩვენ მას ვერ დავამარცხებთ, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტში
3 ოქტომბერი 2018 16:24
საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა რაც გვაქვს, არის სიღარიბე და ჩვენ მას ვერ დავამარცხებთ, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში, პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით.

„კიდევ ერთხელ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აქ ჩვენ ძალიან პრინციპულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ნაწილი უკვე დაანონსებულია და საკმაოდ პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს მომავალში, რომ კიდევ უფრო წავახალისოთ მცირე და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეფორმის შეფასებისას მთავრობის ეკონომიკური გუნდის ორიენტირებზე და აღნიშნა, რომ მთავრობის სურვილია, საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი შემდეგი წლების განმავლობაში.

„ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს კონკრეტული ორიენტირი თითოეული რეფორმის შეფასებისას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი შემდეგი წლების განმავლობაში. თუ ჩვენ MOODY -ს ავიღებთ ორიენტირად, ჩვენ დაგვრჩა ორი ნოჩი იმისთვის, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. აქედან გამომდინარე, თითოეული რეფორმა ფასდება სწორედ ამ კრიტერიუმით, რამდენად დაგვეხმარება ჩვენ ეს მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. რატომ ავირჩიეთ ეს მიდგომა, ამაზეც განვმარტავ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ბევრი მოსაზრება არსებობს და ყველა ქვეყანაში ეს დისკუსიის საგანია, მაგრამ ჩვენ გვსურდა, გვქონოდა კონკრეტული ორიენტირი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გვქონოდა კონკრეტული დიალოგი როგორც ბიზნესთან, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, თუ რატომ ვუნთებთ მწვანე შუქს კონკრეტულ რეფორმას ან რატომ არ ვაკეთებთ რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას. სწორედ ამ მიზნით შეირჩა ეს კრიტერიუმი, მინდა ღიად იცოდეთ ამის შესახებ და შესაბამისად, ჩვენ თითოეულ რეფორმას, მათ შორის იმ ბიზნეს ინიციატივებს, რომლებსაც მოვისმენთ ბიზნეს საზოგადოებიდან, სწორედ ამ კრიტერიუმით შევაფასებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს კერძო სექტორის მეშვეობით და მთავრობა მზად არის ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც მიღწეულია ეკონომიკური გარემოს შექმნის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი