Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 03:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია
8 ოქტომბერი 2018 09:00
ხალხის ხარჯზე აწყობილი ბიზნესი, ბიზნესი არ არის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა „ომეგა ჯგუფისა“ და სხვა ნებისმიერი კომპანიის მიმართ არის თანაბარი.

„თავად ბიზნესიდან ვარ მოსული და კიდევ ვიმეორებ, ასეთი დაცული ბიზნესი და ასეთი მეგობრული გარემო, მე არ მახსოვს. დამერწმუნეთ, ასე ფიქრობს ბიზნესის 99 პროცენტი, თუ არა 100 პროცენტი. ჩვენ, რასაკვირველია, გვესმის ბიზნესის მდგომარეობა. თუ ვხედავთ, რომ მას აქვს პრობლემები, ვთავაზობთ გამოსავლის გზებს. თუმცა, ესაა გამონაკლისი შემთხვევები. ბიზნესის მხრიდან ძალიან სერიოზული არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი, უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, როგორც ეს, მაგალითად, იყო „ომეგას“ შემთხვევაში.ზუსტად ამიტომ იყო, რომ 2 წელი ხელს ვუწყობდით. ზოგადად, ბიზნესის მიმართ ჩვენ ლოიალურები ვართ. თუმცა, თუ რომელიმე ბიზნესი, რომელიმე საწარმოს ბიზნესმოდელი დგას იმაზე, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და თუ გადაიხდის, გაკოტრდებიან, მაშინ ასეთი ბიზნესი არავის სჭირდება.

ჩვენ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები ისე, რომ არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია. ეს ყველაფერი ხდება ბიზნესის, ეკონომიკური ზრდის და გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე. შესაბამისად, ზღვარი გადის კანონზე და კანონი ითხოვს გადასახადების გადახდას. თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, ასევე, კანონის ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ბიზნესმენების მდგომარეობას, იქნება ეს გადავადება თუ სხვა ტიპის ხელშემწყობი ღონისძებები“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ზვიად ძიძიგური - ჩემთვის ამ კომბინაციას, რასაც ბატონი ოქუაშვილი ატარებს, ჰქვია როგორ შევიტყაპუნოთ 51 მილიონი
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი