Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 02:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
კახა კალაძე - სვეტის' დამფუძნებლებს მოუწევთ პასუხისგება კანონის და გაუბედურებული ადამიანების წინაშე 
8 ოქტომბერი 2018 15:46
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება კანონის და გაუბედურებული ადამიანების წინაშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის შეფასებით, სიუჟეტი, რომელიც კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით გუშინ გადაიცა, სამარცხვინო იყო.

„ეს იყო სამარცხვინო სიუჟეტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ ყოფილიყო დაზარალებული ამ კომპანიის მხრიდან. უამრავი ოჯახი გააუბედურეს ამ კომპანიამ და ამ ადამიანებმა.

ძირითადად წარმოებული იყო 2015, 2016, 2017 წლებში, დაწყებული მშენებლობები, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან დაჯარიმებული იყო, არის ამის მტკიცებულებები და შემიძლა წარმოგიდგინოთ ჟურნალისტებს, რომ მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს. მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვისაც ამ კომპანიის ბინები აქვს ნაყიდი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგონ არც ერთი თეთრი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ როდესაც მერიაში მოვედით, ოფიციალურად მომეცა ჩემი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, მშენებლობის მიმართულებით რეგულაციები გავამკაცრეთ. თუ უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა 5 ათასი ლარი იყო და მგონია, რომ ეს ძალიან ცოტა იყო, ჩვენ ეს ჯარიმები გავაათმაგეთ. სამშენებლო კომპანია პროექტის განხორციელებისთვის 20 მილიონს, 10 მილიონს დებს და ამ დროს 5 ათასი ლარი არის არაფერი. თუ რაიმე უკანონოდ ხორციელდება, ახლა 50 ათასი ლარია ჯარიმა და ამან შედეგი გამოიღო.

ყოვლად უსაფუძვლო განცხადებები მოვისმინეთ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მხრიდან. მე როგორც ვიცი, ის დაკავებულია. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება კანონის წინაშე და იმ გაუბედურებული ადამიანების წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სამშენებლო კომპანია 'სვეტის' ხელმძღვანელებს პატიმრობა შეეფარდათ
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი