Loading...
Close
25 მაისი 2019 11:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
მოვისმინე შეფასებები, თითქოს ტყვია-წამალი იყიდებოდა 'შავ ბაზარზე' - ლევან იზორიას კომენტარი
8 ოქტომბერი 2018 15:20
მე მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტის შეფასებები, თითქოს ტყვია-წამალი იყიდებოდა „შავ ბაზარზე“, რომ თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოებას დაემუქრა ამით საფრთხე, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასეთი საფრთხე გამოირიცხება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომელიც საბრძოლო ვაზნების გატანასა და უკანონო რეალიზაციას ეხებოდა.

„არასწორად იქნა საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიწოდებული, თითქოსდა საბრძოლო მასალებზეა საუბარი. აქ საუბარია ტყვია-წამალზე, ასევე პერიოდთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ კონტროლის მექანიზმის არის მართლაც უპრეცედენტოდ კარგი, სწორედ ამის დამსახურებაა და მინდა, აქვე მადლობა გადავუხადო სამხედრო პოლიციას ეფექტური მუშაობისთვის. სწორედ, ჩვენი ძალისხმევით გახდა ამ დანაშაულის გამოვლენა შესაძლებელი. კერძოდ, კონტროლის მექანიზმზე როცა ვსაუბრობთ, იანვრის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ინვენტარიზაცია, რაც ნიშნავს ფაქტობრივი ტყვია-წამლის რაოდენობის შედარებას დოკუმენტურად აღრიცხულ ტყვია-წამლის რაოდენობასთან. აქ დარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო შემდგომში დაწყებული ოპერატიული მუშაობის შედეგად ჩვენ განვახორციელეთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. საუბარია ამა წლის 9 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე და სწორედ ამ პერიოდში მოხდა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავეთა გამოვლენა. მე მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტის შეფასებები, თითქოს ეს იყიდებოდა შავ ბაზარზე, რომ თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოებას დაემუქრა ამით საფრთხე, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასეთი საფრთხე გამოირიცხება, იმიტომ რომ პიროვნებას, ვისაც ეს ტყვია-წამალი დანაშაულებრივი გზით გაჰქონდა, ჰქონდა მონადირის იარაღები და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ეს „ემ 4-ის“ ტიპის ვაზნები ადეკვატურია იმ სანადირო იარაღების, რომელიც მას ჰქონდა, ასევე იმ პიროვნებას, ვისაც ტყვია წამალი გადასცა. ასე რომ ამ ეტაპზე ცალსახად მინდა, ვთქვა, რომ ეს არის სწორედ ჩვენი ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე მოსამართლის განჩინებით ჩავატარეთ რა ჩხრეკა, ამოვიღეთ სწორედ 6 750-მდე ტყვია-წამალი.

რაც შეეხება გაშუქებას, მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის დანაშაულის გამოძიება, მით უფრო, როდესაც სახელმწიფო უსაფრთოებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ითხოვს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციების მოპოვებას, საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ სურვილი, არ გასაჯაროებულიყო. ჩვენ ეს სურვილი გავითვალისწინეთ, ხოლო როდესაც კვირის დასაწყისში გამოიკვეთა, რომ არ არსებობდა სხვა მტკიცებულება, რომელიც ამ ეტაპზე თვალსაჩინოს ხდიდა სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეებს, მივიღეთ მისი გასაჯაროების გადაწყვეტილება, რამდენადაც საფრთხეს არ უქმნიდა საგამოძიებო მოქმედებებს. მით უფრო, დაიწყება მალე, სულ რაღაც 2-3 კვირაში სასამართლოზე არსებითი განხილვები.

გამოძიება გრძელდება და თუ გარკვეული დანაშაულებრივი გარემოებები კიდევ გამოიკვეთა, ჩვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

4 ოქტომბერს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი