Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 03:21
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ნიკა გვარამია - ჯერ შეხედეთ ირაკლი კობახიძეს, მერე შემხედეთ მე
8 ოქტომბერი 2018 18:22
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებას გამოეხმაურა.

„სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, რომ მისი მთავარი ინსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე პირი სახელმწიფოში, საგანგებო ბრიფინგს უძღვნის მოქალაქის ნიკა გვარამიას სტატუსებს. ამ ქვეყანას მეტი პრობლემა არ აქვს, არ იტაცებენ ამ ქვეყანაში ადამიანებს, არ ჩაჰყავთ სარდაფებში, თუ ოკუპირებული არ არის ეს ქვეყანა. ჯერ შეხედეთ მას და მერე შემხედეთ მე, ჯერ მომისმინეთ მე და მერე მოუსმინეთ მას. ვინ არის ფაშისტი, თუნდაც ჩვენ ორს შორის. მგონი, ამაზე კითხვის ნიშნები არ დარჩება. მთავარი, რისი თქმაც სურდა პარლამენტის თავმჯდომარეს იყო ის, რომ მისი შიდა კვლევებით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. მინდა, მოვუწოდო ცესკო-ს და მარეგულირებელ კომისიას, რომ ეს არის დარღვევა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავისი წესი. ვიღაცა იგებს, თუ ვიღაც აგებს, ამის თქმა ასე არ შეიძლება. კვლევები სათანადო წესით უნდა გამოქვეყნდეს და ეს უნდა შემოწმდეს მარეგულირებლისა და ცესკო-ს მხრიდან. ყველაფერთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ დაარღვია რამდენიმე კანონი და ძალიან ბევრი მოიტყუა. პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი არც ერთი კვლევით არ იმარჯვებს, არავითარი შიდა კვლევებითაც – ჩვენ ამ კვლევების შედეგებიც გვაქვს. ზურაბიშვილი მეორე ან მესამე ადგილზეა ნებისმიერი კვლევით და ისინი იბრძვიან, რომ სალომე ზურაბიშვილი რამენაირად მეორე ტურში გადაათრიონ.

ღალატი და რუსული ფაშიზმი ჩემთვის ერთია. სალომე ზურაბიშვილი თავისი გამოხტომებით, თავისი ქცევითა და განცხადებებით არის მოღალატე. მისი განცხადებებიც ფაშისტურ ელემენტებს ატარებს. როგორც თავად ზურაბიშვილი ამბობს, ჩემთვის ეს არის „ორი და ორი ოთხი“. მე, როგორც თავისუფალი მოქალაქე, ბევრჯერ გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა. მისი დახმარებაც მიმაჩნია დახმარება ღალატში. არაფრით არ უნდა დავუშვათ ამ ქალის გაპრეზიდენტება, რადგან ის არის პუტინის პროექტი, მოღალატე და ყველა მოქალაქეს გვაქვს უფლება და ვალდებულებაც, ამაში ვამხილოთ. ასევე ვამხილოთ ის ადამიანებიც, რომლებიც მას მხარს უჭერენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე' - ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორის ნაწილს აკრიტიკებს
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი