Loading...
Close
18 თებერვალი 2019 22:47
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობაზე – პრეზიდენტს უნდა შეატყობინონ ამის შესახებ
9 ოქტომბერი 2018 14:57
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს რუსთავში, ქალაქის თეატრში გაიმართა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს სტაბილური ქვეყანაა, თუმცა რეგიონში ვითარება სულ უფრო რთულდება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას სურს, სტაბილურობის გარანტი იყოს.

„საქართველომ გაიარა რთული პერიოდი და დღეს არის სტაბილური ქვეყანა. ჩვენი რეგიონი კი არის რთული და სულ უფრო რთულდება. პრეზიდენტი არის სტაბილურობის გარანტი და მე მინდა ვიყო დამცველი ამ სტაბილურობის. მე ვერ დაგპირდებით პენსიების ზრდას, ამის უფლება არ მაქვს. მაგრამ დაგპირდებით, რომ ვიქნები ყველას პრეზიდენტი და ყველას დამცველი, ყველა მცირე ჯგუფის. სწორედ ეს არის მთავარი ძალა პრეზიდენტის, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი და ყველას გამაერთიანებელი. რუსთავი არის მრავალეროვანი ქალაქი და მე ვიქნები ამ ტოლერანტობის დამცველი მიუხედავად იმისა, რას ისაუბრებენ ჩვენზე“,-განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილი უმუშევრობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე ან სამუშაოდ თბილისში წასვლაზე.

„როგორც რუსთავის, ასევე ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. ქალაქმა ამ კუთხით დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ჰქონდა დიდი ქარხანა. დღეს რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე და არც მარტო თბილისში წასვლაზე. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ როგორ მოვნახოთ სხვა გზები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას შეეხო.

„ქალთა მიმართ ძალადობა გახდა ახალი მოვლენა ქართული საზოგადოებისთვის. როგორც ქალი, როგორც დედა, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს მთავარი ჩემი მოღვაწეობისას. ვთვლი, რომ პრეზიდენტს უნდა შეატყობინონ ამის შესახებ და მას უნდა შეეძლოს ამ კუთხით დასახმარებლად, ინიციატივებით მიმართოს პარლამენტს იმ ფარგლებში რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით",-განაცხადა მან.

შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ახალგაზრდებისა და მათი ნოვაციური იდეების დახმარებაზე, ასევე იმ სტუდენტების მხარდაჭერაზე, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოში. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას უნდა შეეძლოს ამ სტუდენტების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი