Loading...
Close
25 მაისი 2019 10:58
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
ირაკლი სესიაშვილი - აუცილებელია მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ისეთი საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ზიანი მიაყენოს
9 ოქტომბერი 2018 17:43
”აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ზიანი მიაყენოს და შეიარაღებული ძალების იმიჯი შელახოს საერთაშორისო არენაზე”, – ამის შესახებ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ.

“მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ზოგიერთი მედია საშუალების მიერ თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობას, როდესაც სახეზე გვაქვს მოვლენების ცალმხრივად და ზედაპირულად გაშუქების ფაქტები. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი დარღვევისა და გადაცდომის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ რეაგირება არის დროული და ადეკვატური.

მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას და მისი გუნდის მიერ სტრუქტურაში გატარებული რეფორმებისა და პოლიტიკის მიმართ. დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში გაწევრებისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ამ ინტეგრაციის გზაზე უდიდესი კონტრიბუტორის – შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინსიტროს დისკრედიტაცია ყოვლად დაუშვებელია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არა კეთილ მოსურნეს შეიძლება უნდოდეს.

აღსანიშნავია ის რეფორმები რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინსიტროში განხორციელდა. მოხდა სამინსიტროს და შეიარღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაცია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების ხედვა დაეფუძნება „ტოტალური თავდაცვის“ ახლებულ ხედვას და ამ ხედვის ნაწილია რეზერვის ახალი საპილოტე პროგრამა, რომელიც დაწყებულია და მასში უკვე აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტებიც.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის ხარისხმა უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.ხორციელდება შეიარაღებული ძალების უახლესი ტანკ-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, საწვრთნელი და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება.

მსურს აღვნიშნო ასევე, რომ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, სადაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვმონაწილეობდი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი.

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების მხარდამჭერი არა ერთი განცხადება გაკეთდა ცოტა ხნის წინ გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. კერძოდ:

• ნატოს მოკავშირე ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, რაც უფრო ეფექტურ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებსა და მოდერნიზებულ შეიარაღებულ ძალებს გულისხმობს.

• აშშ-ს მხრიდან მკაფიოდ და ღიად იქნა აღიარებული თავდაცვის მინისტრის მიერ გატარებული რეფორმები და მან ამისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. მეტიც, აღნიშნული რეფორმები თავდაცვის მდივნის თქმით სამაგალითოა, როგორც ნატოს პარტნიორი ასევე წევრი ქვეყნებისთვისაც.

• ამერიკისგან მოხდა მყარი პირობის მიღება და შეთანხმება რომ ის გააგრძელებს საქართველოს დახმარებას რუსეთის აგრესიის შეკავების საქმეში, რაც აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში დახმარებითა და იმ თავდაცვის ინიციატივების მხარდაჭერაში გამოიხატება, რაც მინისტრ იზორიას მიერ გაცხადდა.

• თავდაცვის სამინისტროში წარმატებული რეფორმების შესახებ მეტყველებს ნატოს სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის უპრეცედენტოდ ღია მხარდაჭერა, როდესაც მან აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროს რეფორმირების მიმართულებით დასახული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა.

• ნატო-საქართველოს კომისიაზე ასევე დადებითად შეფასდა მინისტრ იზორიას მიერ წარდგენილი ახალი ინციატივები ნატო-საქართველოს შემდგომი დაახლოებისა და თანამშრომლობის ფორმატთან მიმართებით. კერძოდ, აშშ-მ პოზიტიურად შეხვდა ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივას.

ჯამში, დინამიკა არის ცალსახად მზარდი და ნატოს ყოფნა საქართველოში უფრო ხილვადი ხდება. მომავალ წელს ჩატარდება უპრეცედენტო მასშტაბის ნატო-საქართველოს წვრთნები და მრავალეროვნული სწავლება – მტკიცე სული. ეს ყოველივე არის მკაფიო პოლიტიკური და პრაქტიკული გზავნილი, რომ ჩვენ ევროატლანტიკური გუნდის ნაწილი ვართ.

გარდა ამისა, სწორედ ბატონ ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა საპარლამენტო თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან.

ჩვენი შეირაღებული ძალების განვითარება ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ამიტომ, აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ზიანი მიაყენოს და შეიარაღებული ძალების იმიჯი შელახოს საერთაშორისო არენაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მოვისმინე შეფასებები, თითქოს ტყვია-წამალი იყიდებოდა 'შავ ბაზარზე' - ლევან იზორიას კომენტარი
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი