Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 02:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ლევან ყიფიანი - ახლა ვხვდები, რატომ ითხოვდა ზაზა ოქუაშვილი გვარების დასახელებას - გათვლა ჰქონდა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში ჩანაწერების ტირაჟირება
10 ოქტომბერი 2018 17:13
ახლა ვხვდები თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას. მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში ჩანაწერების ტირაჟირება. ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე, სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებითი მონტაჟი, – ამის შესახებ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მიცემულ ჩვენებაში საუბრობს, რომელსაც მთავარი პროკურატურა აქვეყნებს.

„ზაზა ოქუაშვილი ითხოვდა ხისტ ფორმულირებებს, გვარების ხშირად ხსენებას და ყველა სიტუაციაში, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენებდა სხვადასხვა გვარს და ითხოვდა ისინი მეც მეხსენებინა, რასაც მე ზედმიწევნით არ ვიმეორებდი, რადგან არ ვთვლიდი, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის გვარები დიდად ცნობილი იქნებოდა და ვთვლიდი, რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თუკი აქცენტი ფაქტებზე გაკეთდებოდა და თუნდაც გვარის ერთხელ ხსენება საკმარისი იყო. რაზეც ზაზა არ მეთანხმებოდა და ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და კიდევ ვიმეორებ, მიწუნებდა არტისტიზმს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი. ახლა კი ვხვდები თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე, სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებითი მონტაჟი. ჩანაწერების დამზადების დროს რომ მოეთხოვა კიდევ უფრო გამძაფრება სიტუაციის, ეს ჩემში ეჭვებს აღძრავდა, რასაც ვფიქრობ იმ დროს მოერიდა და მონტაჟის გზით დაამზადა მისთვის სასურველი ჩანაწერები“, – აცხადებს ყიფიანი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი