Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 02:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ლევან ყიფიანი - ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ დამაჯერებლობა მაკლდა
10 ოქტომბერი 2018 17:20
ზოგი ეპიზოდი ზაზა ოქუაშვილმა და მე ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა, მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმშია საუბარი. ყიფიანი დეტალურად იხსენებს, თუ როგორ მოხდა სატელეფონო აუდიოჩანაწერების გაკეთება.

„ივლისის თვეში მე მოვახერხე ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება, რომელიც კონფლიქტით დასრულდა და ფაქტიურად ჩაიშალა, რადგან მინისტრ მაჭავარიანს ხისტი მიდგომა ჰქონდა ერთხელ გაკეთებული რესტრუქტურიზაციის შემდგომ დაგროვილ 20 მილიონ ლარ დავალიანებაზე და ითხოვდა საერთო დავალიანებიდან, რაც ჯამში 50 მილიონს შეადგენდა, ამ 20 მილიონის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაფარვას, ხოლო ოქუაშვილი ძალიან ხანგრძლივ განწილვადებას, თუ სწორად მახსოვს, თვეში ასი ათასის გადახდას.

როგორც აღვნიშნე, შეხვედრა ჩაიშალა და ოქუაშვილმა მითხრა, რომ ჩემს მიმართ არსებულ მსხვილ სახელფასო დავალიანებას ვერ გამისტუმრებდა, რადგან ბიზნესს კარგავდა მე მას საკითხს ვერ ვუგვარებდი. ასეც დავშორდით.

რამდენიმე დღეში ოქუაშვილი კვლავ დამიკავშირდა და შეხვედრისას შემომთავაზა, რომ თუ მსურდა სახელფასო დავალიანების დაფარვა და უფრო მეტიც, საერთო ბიზნესის სანაცვლოდ მთავაზობდა მისი სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლას (საუბარი იყო ქარხნის 10 პროცენტზე), მე უნდა დავხმარებოდი მას გარკვეული ჩანაწერების ფაბრიკაციაში.

სქემა ასეთი იყო: ის მოამზადებდა გარკვეულ ტექსტებს ჩემი და მისი დიალოგების სახით, სადაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული ინტერესები ომეგას ბიზნესის მიმართ. ჩვენ ამ წინასწარ გაწერილი სცენარით ვისაუბრებდით და ამ საუბრებს იგი ღიად ჩაიწერდა, მაგრამ გამოიყენებდა, როგორც ვითომ ფარულ ჩანაწერს. სქემის მიხედვით ოქუაშვილი აღნიშნულ ჩანაწერებს გამოიყენებდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას, კერძოდ, მათ დაარწმუნებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოსდა უხდიდა დიდი ოდენობით თანხას, რის გამოც ვერ ასრულებდა პარტნიორთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ზაზა ოქუაშვილი ვარაუდობდა, (როგორც თავად მეუბნებოდა) უცხოელი პარტნიორები ვალდებულების შესრულების ვადას გადაუვადებდნენ,“-აცხადებს ლევან ყიფიანი.

ყიფიანი აღნიშნავს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოქუაშვილი ხსენებულ ჩანაწერებს გაავრცელებდა მედიასაშუალებებით, რადგან ყველა შეხვედრისას ზაზა ოქუაშვილი მას არწმუნებდა, რომ მას აღნიშნული ჩანაწერი უნდა გამოეყენებინა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას.

„სწორედ ამ არგუმენტით დამიყოლია და მეც, შევცდი და დავთანხმდი. გარდა ამისა, მან მითხრა, რომ ამ საქმეში მას გვერდში ედგა ირაკლი ჩუბინიშვილი, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით.

ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა - ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია,“ - ნათქვამია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი