Loading...
Close
18 თებერვალი 2019 22:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ლევან ყიფიანის თქმით, 'თიბისი ბანკიდან' თანხის წასაღებად ბანკში იმყოფებოდა ოქუაშვილის გამოგზავნილი ხალხი და ფული მისი მითითებისამებრ უნდა წაეღოთ
10 ოქტომბერი 2018 17:36
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად იხსენებს 2016 წლის 21-22 აპრილს „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდს, თუმცა, ვერ იხსენებს, კონკრეტულად ვინ წაიღო ეს თანხა. ყიფიანი ამბობს, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გამოგზავნილი ხალხი და ფული ოქუაშვილის მითითებისამებრ უნდა წაეღოთ.

„როგორც მოგახსენეთ, 21 აპრილს ჩვენ ბანკში მივედით 17:30 საათისთვის და ბანკი დავტოვეთ დაახლოებით 20:00 საათისთვის, ხოლო მეორე დღეს, 22 აპრილს შუადღისით, ალბათ, 12-13 საათისთვის. მე ნამდვილად არ მახსოვს იმ პირის აღწერილობა, ვინც წაიღო თანხა, რადგან ვიცოდი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ზაზას მიერ გამოგზავნილი ხალხი და ზაზას მითითებისამებრ უნდა წაეღოთ თანხა. შესაბამისად, საჭიროება, რომ მე გამეცნო ეს ხალხი ან/და დამემახსოვრებინა ისინი, არ ყოფილა და მათთან მე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ვნახე მედიაში გავრცელებული ფოტო, თუმცა ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ მანქანასთან მდგომი პირი ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა 21-22 აპრილს ბანკთან და უშუალოდ მან წაღო თუ არა თანხა.

ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან უარი არ თქმულა, მათ უბრალოდ ითხოვეს დრო, რომ ენახათ სალაროში, გააჩნდათ თუ არა 1 800 000 აშშ დოლარის ნაღდი ფული. აღმოჩნდა, რომ პირველ დღეს შეეძლოთ მხოლოდ 1 მილიონის გადმოცემა, ხოლო მეორე დღეს დარჩენილი ნაწილის, რაზეც ჩვენ განვუცხადეთ თანხმობა. სხვა რამე პრობლემა ბანკის მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა“, - აღნიშნავს ყიფიანი ჩვენებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი