სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზად არის 16 ოქტომბრამდე გადადგეს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია წინასწარ განვაცხადო, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 ან 10 დეკემბერს ჩატარდება. ამ მიზეზის გამო 16 ოქტომბრამდე უნდა გადავდგე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სცენარი ამგვარია - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგება, პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ზედიზედ ორ კენჭისყრაზე არ აირჩევს, რის შემდეგაც კანონის თანახმად პარლამენტს დაითხოვს და ახალი არჩევნები ჩატარდება.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა
ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის