Loading...
Close
25 მარტი 2019 16:17
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ 'ბიზნესმენები', რომლებიც 50%-იანი მოგებისთვის თავისი ხელით ამოხოცავენ ოჯახს
11 ოქტომბერი 2018 11:41
2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ „ბიზნესმენები", რომლებიც გაყიდიან რასაც გინდათ 10%-იანი მოგებისთვის და 50%-იანი მოგებისთვის თავისი ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს, - ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს. ჩანაწერში სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობად საჭიროა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან.

„გასაგებია, რომ ქართველი ამომრჩეველი არასოდეს გაუშვებდა ხელისუფლებიდან პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეცდომები არ ჰქონდა დაშვებული და ამას არ იმსახურებდა. მაგრამ როცა ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდნენ, რომ რუსული სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ ყვირით მგელი მგელიო, იქ სადაც მგელი არ არისო. როგორ გგონიათ, თუ კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წარმოიდგინეთ მასშტაბები, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. საქართველოში 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ "ბიზნესმენები", რომლებიც გაყიდიან რასაც გინდათ 10%-იანი მოგებისთვის და 50%-იანი მოგებისთვის თავისი ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს. ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მიეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში? ესენი არიან ხალხი, რომელიც შევლენ საოკუპაციო კომიტეტში იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი ნაწილიც ოკუპირებული იყოს", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე ფიგურირებენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე ფიგურირებენ.

„ვანო ჩხარტიშვილი - მე მიშას დროს ჩასული რომ ვიყავი ლონდონში შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა... ხოდა შეგახვედრებო პუტინს, მე მითხრა. მე ვუთხარი, რა უნდა ვუთხრა მეთქი-რაა, რამე თუ ისეთი არის, რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად შესახვედრად. გაუკვირდა კაცს, ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო. მე ვუთხარი, შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა... ვუთხარი თუ რამე ისეთი იქნა პირველ რიგში იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ, რავიცი, თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტითქო. ვუთხარი, აი, რა შეიძლება, როგორ შეიძლება... მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქ, ლავროვთან, იმასთან ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე აქ, რა. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. სხვათაშორის ძალიან სერიოზული ტიპია, ახლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი”.

ზაზა ოქუაშვილი - ე.ი. სავსეა აჭარა რუსებით, მარა ვეღარ გაარჩევ იქ ზოგი უკრაინაა ზოგი რუსი თან ახლა რუსულ ლაპარაკს ისმენ რუსული, თურქული.

ვანო ჩხარტიშვილი - ხო არა, მთავრობამ უნდა გააკეთოს რაღაცა, არ ვიცი რაღაცა წაკუზულები არიან აი, რაღაცა, რავი აზრზე არა ვარ.

ზაზა ოქუაშვილი - კმაყოფილია რუსეთი? ალბათ ''ნატო'' აღიზიანებთ, ''ნატო'', ''ნატო''.

ვანო ჩხარტიშვილი - ''ნატო'' არა, იცის რომ ვერ შევალთ, რუსეთი ახლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სოფო კილაძე - ფარული ჩანაწერებით ომმა ისეთი კომიკური სახე მიიღო, რომ სერიოზული პასუხის გაცემა უხერხულია
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი