Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 02:09
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
გიორგი ქურდაძე - ლევან ყიფიანი გვაშანტაჟებდა, რომ ფული აუცილებლად უნდა მიგვეტანა - ყვებოდა თუ როგორ სცემეს, პირადად დავინახე, როგორი ნაცემი იყო
11 ოქტომბერი 2018 10:18
„ომეგა 2"-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე, ლევან ყიფიანის ცემის ფაქტს ადასტურებს. ქურდაძე ამბობს, რომ მან პირადად ნახა ნაცემი ყიფიანი და მისგან მოისმინა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ფარცხალაძემ განახორციელა. როგორც ქურდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ყიფიანის ცემა 4 მილიონი ლარის მიტანის დაგვიანებას უკავშირდებოდა, ვინაიდან „ომეგას“ ხელმძღვანელობას თავიდან ამ თანხის გადახდა არ სურდა.

„ლევან ყიფიანი ახდენდა ჩვენზე ზეწოლას, გვაშანტაჟებდა, რომ ის ფული აუცილებლად უნდა მიგვეტანა, რადგან ჩვენი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული, თუ ეს არ იქნება, დაგემართებათ იმაზე უარესიო, რაც მე დამემართაო... ფიზიკური შეურაცხყოფა - როგორც თვითონ ამბობდა. პირადად ჩემთან აქვს მონაყოლი, ნათქვამი, ყველაფერი დეტალებში. ყვებოდა თუ როგორ სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. იმ საღამოსაც იყო მოსული, პირადად დავინახე, რომ ის მართლა ნაცემი იყო. შუბლზე ჰქონდა დიდი წითელი ზოლი და სახეზეც ეტყობოდა ნაცემი რომ იყო. ის ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა. როგორც ჩანს, ფული არ მიჰქონდა თავის დროზე და მალე უნდა მიეტანა. ის ამბობდა, რომ ეს ფული უნდა მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო მისი სიტყვები და არა ჩემი“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

მისი თქმით, თანხის გამოტანა ფაქტობრივად დახურულ ბანკში, არასამუშაო დროს მოხდა და ამ ყველაფერს ლევან ყიფიანი აგვარებდა.

„პირველ დღეს მივედით დაახლოებით 14:00 საათზე, მეორე დღეს, როდესაც თანხის ნაწილი გამოვიტანეთ, 781 000 დოლარი, 40 წუთში გამოვიტანეთ ის თანხა. პირველ დღეს, სანამ გაირკვეოდა, რომ თანხა უნდა გაცემულიყო და ხდებოდა კანონის დარღვევა, ხდებოდა გარკვევა, თუ ვის უნდა აეღო თავის თავზე, მაშინ ყიფიანს მოუწია 5-6 საათი ჩვენთან ერთად ყოფნა და ის „აგვარებდა“ ამ საქმეს, რეკავდა, ამბობდა, რომ ჩვენი წასვლა იქიდან არ შეიძლებოდა და როდესაც 18:00 საათი გახდა, ვუთხარით, რომ აღარაფერი მუშაობდა, აღარც სალარო, აღარც ოპერატორები და ვერავინ ვეღარ მოგვცემდა ფულს - არა მოიცადეთ! საბოლოოდ ეს ფული გაიცა ფიზიკური პირების მომსახურების სექციიდან, ფაქტიურად დახურულ ბანკში“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

მისი თქმით, კომპანიაში ყოველთვის საბანკო გადარიცხვებით მიმდინარეობდა მუშაობა და მისთვის გაურკვეველია, რატომ მოხდა თანხის ე.წ. ქეშად გამოტანა ბანკიდან 2016 წელს.

„ვიდრე ბატონი ლევანი გახდებოდა ჩვენი თანამშრომელი, ძალიან კარგად ფუნქციონირებდა კომპანია, თანხებიც ირიცხებოდა. მშენებლობა მიდიოდა, შენდებოდა „მაზერატის“ შოურუმი. 2015 წელს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ეს პრობლემები დაიწყო 2016 წლიდან. ამ თანხის გამოტანა არანაირად არ უკავშირდება თამბაქოს წარმოებას. თვითონ ლევანი საუბრობს, რომ ეს თანხები საჭირო იყო იმისთვის, რომ მიმდინარეობდა რემონტი „მაზერატის“ შოურუმში და „ჯენერალ მოტორსის“ შოურუმში. ამ მშენებლობას ლევანის მხრიდან არანაირი დახმარება არ სჭირდებოდა, ჩვეულებრივად მუშაობდა კომპანია. თანხა ჩაირიცხა უშუალოდ ბატონი ლევანის მოთხოვნით იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიმდინარეობდა. ეს თანხა არ იყო ჩარიცხული მშენებლობისთვის, ეს იყო იმისთვის, რომ ლევანს ეს თანხა წაეღო ქეშად და მიეტანა იქ, სადაც მიიტანა. თან ეს თანხა ირიცხება რაღაც ახალ კომპანიაზე და იქიდან გამოდის ეს თანხა, რატომ, როცა მშენებლობას სხვა კომპანია აწარმოებდა?! თან ჩვენ გადარიცხვის სისტემით ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი