Loading...
Close
18 თებერვალი 2019 22:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ალეკო ცქიტიშვილი - ვიტალი საფაროვის მკვლელობა, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე განხორციელდა
11 ოქტომბერი 2018 12:55
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოკლული, 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის ოჯახის ინტერესებს იცავს. ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს და სახეზეა 109-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუმწყნარებლობის გამო. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიტალი საფაროვის მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა.

„ამ საქმეში ერთ მხარეს არის მოკლული უფლებადამცველი, რომელიც წლების განმავლობაში დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო მეორე მხარეს არიან ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი ბრალდებულები. დაკავებულთაგან ერთ-ერთს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალი აქვს წაყენებული, ხოლო მეორეს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება 109-ე მუხლით, რადგან სახეზეა ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. ეს არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის მკვლელობა, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე განხორციელდა," - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა, რომლის ინფორმაციითვე, იმ ბარში, სადაც ვიტალი საფაროვის მკვლელობა მოხდა, პერსონალმა არაერთხელ გამოიძახა პოლიცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირები ავიწროვებდნენ უცხოელ მოქალაქეებს და აცხადებდნენ, რომ ვინც ქართველი არ არის, უნდა მოკვდეს.

25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობის და განვითარების ცენტრში" მუშაობდა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: უფლებადამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები პოლიციაში დაიბარეს
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი