Loading...
Close
25 მარტი 2019 15:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'იქ­ნებ გვერ­დით გა­და­დოთ Postv-ით ტკბო­ბა' - ფონდ 'იავნანას' სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართავს
11 ოქტომბერი 2018 13:42

ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ჯორბენაძე ეხმაურება ფონდის შესახებ გადაღებულ საგამოძიებო ფილმს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართავს.

''მო­გე­სალ­მე­ბით ბა­ტო­ნო არ­ჩილ, მე გახ­ლა­ვართ თეო ჯორ­ბე­ნა­ძე, სცე­ნა­რის­ტი და პრო­დუ­სე­რი, „ArtistsUnion“-ის და ფონდ „იავ­ნა­ნას“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვალ მნიშ­ვნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თქვენ ალ­ბათ, ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად გსმე­ნი­ათ, რად­გან Postv-ის ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია აინ­ტე­რე­სებ­დეს ის, რა­საც ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

მო­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყოა ფონდ „იავ­ნა­ნას“ ყო­ვე­ლი აქ­ცია, რო­მელ­საც 14 წლის მან­ძილ­ზე და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით ვქმნი­დით. დიახ, ფონ­დი 14 წელი ვზარ­დეთ შვი­ლი­ვით და უკვე ერთი წე­ლია ვუ­ყუ­რებთ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნილ სი­კე­თის დღე­სას­წა­ულს, რო­გორ ვან­და­ლუ­რად არ­ბე­ვენ და აოხ­რე­ბენ. ჩემ­თვის ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბაა ბა­ტო­ნო არ­ჩილ, თუმ­ცა თქვენ ალ­ბათ, არ მო­გინ­დე­ბათ ამის მოს­მე­ნა, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის „გაპ­რა­ვე­ბა“ გაქვთ და­ვა­ლე­ბუ­ლი.

9 ოქ­ტომ­ბერს გა­და­ცე­მა „არ­ჩე­ვან­ში“ გა­მოს­ვლით თქვენ სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დას­ტუ­რეთ, მარ­თლაც რომ მწა­რე სი­მარ­თლე, Postv-ის და თქვენ ყვე­ლას, სა­ერ­თო გე­მოვ­ნე­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გაქვთ და სა­ერ­თო­დაც ერთი გუნ­დი ხართ. თქვენ პირ­და­პი­რი რეკ­ლა­მა გა­უ­კე­თეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ძა­ლა­დო­ბა­ზე, სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე, სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბულ საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დას. ეს არ არის ფილ­მი ბა­ტო­ნო არ­ჩილ, თუ ჩემი არ გჯე­რათ ბა­ტონ გოგი გვა­ხა­რი­ას ჰკი­თხეთ.

ეს ქვე­ყა­ნა­ში გა­ჩე­ნი­ლი დიდი უბე­დუ­რე­ბაა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მან­ქა­ნა­აა, სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მია, რო­მე­ლიც “ცი­ხის უფ­რო­სის“ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს.

ნა­ნა­ხი გექ­ნე­ბათ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც „ცალ­ფე­ხა“ დაბ­მულ პა­ტიმ­რებ­ზე ძა­ლა­დობს. ეს ჩემ­თვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო „ცალ­ფე­ხე­ბის“ დაჯ­გუ­ფე­ბაა იდენ­ტუ­რი ფუნ­ქცი­ით.

აქვე შე­გა­ტყო­ბი­ნებთ, რომ თქვენს მიერ რეკ­ლა­მი­რე­ბულ „მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში მოყ­ვა­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი დიდი მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მათ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის შვი­ლე­ბის­თვის “იავ­ნა­ნას“ თან­ხე­ბით შე­ძე­ნი­ლი ბი­ნე­ბი ვერ იპოვ­ნეს, ვერც პარ­ტი­ა­ში გა­და­რი­ცხუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი, ვერც ყუ­ლა­ბე­ბი­დან მო­პა­რუ­ლი ხურ­დე­ბი, ვერც ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბი­დან მით­ვი­სე­ბუ­ლი ლა­რე­ბი. უკა­ნას­კნელ იმე­დად ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი დარ­ჩათ, ორი­ო­დე დღის წინ, პრო­კუ­რორ­მა ბრძა­ნა ბურ­ჭუ­ლა­ძემ ვერც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წარ­მო­ად­გი­ნა იმის დას­ტუ­რად, რომ მისი „იავ­ნა­ნას“ კონ­ცერ­ტებ­ზე ჩა­მოს­ვლა სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­დაო. ნუ აქ უკვე ძნე­ლია იდა­ვო და ახ­სნა, მაგ­რამ მა­ინც შე­ვეც­დე­ბი:

გან­მარ­ტე­ბა#1 -იმის­თვის, რომ არ­ტის­ტი უცხო­ე­თი­დან მოხ­ვდეს სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის სცე­ნა­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა შე­უ­ძი­ნოს ავია-ბი­ლე­თი, შემ­დეგ არ­ტის­ტი უნდა წა­ვი­დეს აე­რო­პორ­ტში და ჩაჯ­დეს თვითმფრი­ნავ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში ძი­რი­თა­დად ამ გზით ხვდე­ბი­ან, მათ შო­რის სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბიც.

გან­მარ­ტე­ბა #2 ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ­ჯე­რო­ბით სო­ლის­ტე­ბი სკა­ი­პით ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რო­მე­ლი­მე სხვა გზით ორ­კესტრთან ერ­თად ვერ მღე­რი­ან, ამი­ტომ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ავი­ა­ბი­ლე­თის შე­ძე­ნა.

ბა­ტო­ნო არ­ჩილ, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ სე­რი­ო­ზულ სა­და­ოს ვერც ავი­ა­ბი­ლე­თებ­ში აღ­მო­ა­ჩე­ნენ, არა­და „იავ­ნა­ნას“ საქ­მე­ზე 3 პრო­კუ­რო­რი და 5 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია მი­მაგ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე დიდი მონ­დო­მე­ბით კი თურ­მე და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი სა­კონ­ცერ­ტო ჩა­ნა­წე­რებ­ში უძებ­ნი­ათ. ხომ იცით, თბი­ლი­სი რა პატ­რაა და ისიც კი მი­ამ­ბეს, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის­თვის ზედ­მე­ტად კლა­სი­კუ­რი კონ­ცერ­ტე­ბის გამო, ერთი ორ­ჯერ შე­უ­კურ­თხე­ბი­ათ კი­დეც. მაგ­რამ ჩვენ არ გვე­წყი­ნა, რად­გან ხან­გრძლი­ვი ტელე-მა­რა­თო­ნე­ბის ყუ­რე­ბა, თუ გუ­ლით არ ერ­თვე­ბი და ოპე­რა არ გიყ­ვარს, ად­ვი­ლი ამ­ბა­ვი არ გახ­ლავთ. თა­ვის მხრივ, არ­ტის­ტე­ბიც ში­შით ელოდ­ნენ პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­დიქტს, ხომ შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მეს უსუფ­თაო ბგე­რა წას­ცდა და აღარ გვახ­სოვს, მად­ლო­ბა ღმერ­თს, აქაც გა­დავ­რჩით.

ამ სა­მარ­ცხვი­ნო სი­სას­ტი­კე­ზე მარ­თლა და­სუ­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია წერა, ფონდში მწა­რედ ხუბ­რო­ბენ უკვე, ამ­დენ ხანს ყვე­ლა რომ და­ვე­ჭი­რეთ სჯობ­და, ამი­ნის­ტია მა­ინც შეგ­ვე­ხე­ბო­დაო. დიახ, ბა­ტო­ნო არ­ჩილ, ჩვენ გვა­წა­მე­ბენ და ყო­ველ დღე გვკლა­ვენ, გა­თე­ლი­ლია ქვეყ­ნის იმი­ჯი უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბის თვალ­ში, ქვე­ყა­ნა­ში აღა­რა­ვინ მარ­თავს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ფენა ვე­ღარ იღებს 630 000 ლა­რის დახ­მა­რე­ბას, რო­მელ­საც „იავ­ნა­ნა“ სა­შუ­ა­ლოდ ყო­ველ­წლი­უ­რად გას­ცემ­და.

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მშვი­დად გა­ნაგ­რძოთ Postv-ის ყუ­რე­ბა, არ არის პრობ­ლე­მა, უბ­რა­ლოდ, მინ­და გირ­ჩი­ოთ „იავ­ნა­ნას“ შე­სა­ხებ იმ სე­რი­ა­საც შე­ავ­ლოთ თვა­ლი, სა­დაც ჩვენს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ 2018 წლის 3 მარ­ტის საქ­ველ­მოქ­მე­დო გალა-კონ­ცერტს ჰიტ­ლე­რის იუ­ბი­ლეს ადა­რე­ბენ. დიახ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბამ­დე 8 თვით ადრე, ფა­შიზ­მის პირ­ველ მხარ­დამ­ჭე­რე­ბად ჩვენ გა­მოგ­ვა­ცხა­დეს. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის და თქვე­ნი პარ­ტი­ის პიარ კონ­სულ­ტან­ტის ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, „დამ­ნა­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ზე­იმ­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, აქვე მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ კონ­ცერ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა სია: ნანი ბრეგ­ვა­ძე, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი, თა­მარ ივე­რი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, გი­ორ­გი ონი­ა­ნი, გოჩა და­თუ­სა­ნი, ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი, ნინო ქა­თა­მა­ძე, ნატო მე­ტო­ნი­ძე, ეკა მა­მა­ლა­ძე, ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, ან­სამ­ბლი "შვიდ­კა­ცა", ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი, გიგი გე­გე­ლაშ­ვი­ლი და ჯგუ­ფი "სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დი", თეა დარ­ჩია და „თე­და­სი“, ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“. ვი­დეო-ჩარ­თვე­ბი - ქეთი მე­ლუა, ოთარ ჯორ­ჯი­კია, ნინო მა­ჩა­ი­ძე, გი­ორ­გი გაგ­ნი­ძე, მი­შელ კრა­ი­დე­რი, ევ­გე­ნი კი­სი­ნი, მარ­კო ბერ­ტი.

ბა­ტო­ნო არ­ჩილ, თქვენს მიერ ხში­რად გან­მე­ო­რე­ბუ­ლი „სის­ხლი­ა­ნი 9 წლის“ დროს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ნატო მე­ტო­ნი­ძეს ერ­ჩოდ­ნენ, მი­ბა­რებ­დნენ და მთხოვ­დნენ ხოლ­მე ამო­მე­ღო კონ­ცერ­ტი­დან, ამის გამო, ზოგ­ჯერ ეთერ­საც ვკარ­გავ­დით, მაგ­რამ არც ერთხელ არ დავ­თმეთ. თქვე­ნი პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კი არც იმას გვე­უბ­ნე­ბი­ან რა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა ამ ფონდმა ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­შე და არც საქ­მეს ხუ­რა­ვენ. ჩვენ უკვე ერთი წე­ლია ყო­ველ დღე გვკლა­ვენ!!!

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, იქ­ნებ ცოტა ხნით გვერ­დით გა­და­დოთ Postv-ით ტკბო­ბა და შე­ა­ჩე­როთ ეს სა­მარ­ცხი­ნო დევ­ნა!!! ან და­ა­სა­ბუ­თეთ, რომ „იავ­ნა­ნა­ში“ ვინ­მე რა­მეს ით­ვი­სებ­და, ან კე­თი­ლი ინე­ბეთ და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეთ!!!

და ვინც არა­სამ­თავ­რო­ბო­ბე­ბის „იავ­ნა­ნას“ გვერ­დით და­ნახ­ვამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა გა­და­ე­ცით, რომ ეს შეხ­ვედ­რე­ბი გრძელ­დე­ბა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და კი­დევ უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით. და ბო­ლოს, 25 ოქ­ტომ­ბერს იქ­ნებ ჩვენს კონ­ცერ­ტზე მობ­რძან­დეთ, ხომ შე­იძ­ლე­ბა სტა­ტუ­სი­ა­ნი თაღ­ლი­თე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბულ სე­რი­ალ­ზე მე­ტად და­გა­ინ­ტე­რე­სოთ.

P.S. ამ წე­რი­ლის შემ­დეგ იმე­დია, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის საყ­ვა­რელ არხზე ჩემს შე­სა­ხებ არ ვი­ხი­ლავთ სე­რი­ა­ლებს, თუმ­ცა არც ეგ არის პრობ­ლე­მა, უკვე ყო­ვე­ლი ახა­ლი სე­რია და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი, მხო­ლოდ სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გა­შიშ­ვლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია ევ­რო­პე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის'', - ნათქვამია მიმართვაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პაატა ბურჭულაძის მეუღლე - ვინც 'შავი პიარით' არიან დაკავებული, ანადგურებენ არა მხოლოდ პაატას, არამედ 'იავნანას' სახელსაც
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი