Loading...
Close
18 თებერვალი 2019 22:17
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
შსს - დღეიდან ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი
11 ოქტომბერი 2018 13:48
მომსახურების სააგენტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის წესში ცვლილება განახორციელა. ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში.

''ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებელია, რომ იგი მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, 1 წლის განმავლობაში.

აღნიშნული რეგულაცია შეესაბამება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს (2006/126/EC) დირექტივას და იგი ხელს შეუწყობს ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის პროცესში თანაბარი მიდგომის ჩამოყალიბებას.

საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს:

• განცხადება
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
• უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა
• კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული
მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან
თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს
მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ
გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან
შეწყვეტის არარსებობის ფაქტს)
• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
• მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი