Loading...
Close
24 მაისი 2019 15:55
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
ქობულეთში მცხოვრები 150-მდე ადამიანი ამტკიცებს, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ კბილები ამოუღო და მომსახურება შეწყვიტა
11 ოქტომბერი 2018 14:45
ქობულეთში მცხოვრები 150-მდე ადამიანი ამტკიცებს, რომ ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზა, უმეტესობას გარკვეული მკურნალობაც ჩაუტარა, კბილები ამოუღო, გაუქლიბა და მომსახურება შეწყვიტა.

როგორც ისინი აცხადებენ, კლინიკა დაპირდა, რომ კბილებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაუკეთებდა, რასთან დაკავშირებითაც მათთან ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ხელი საბანკო ხელშეკრულებას მოაწერეს, რომლითაც თითოეულმა მათგანმა ბანკიდან დაახლოებით 3 ათასამდე ლარის ოდენობის კრედიტი აიღო.

“კბილები დამიხეხეს, ვეღარ ვლაპარაკობ და უცებ შეწყვიტეს მომსახურება, იმალებიან, ახლა იძულებული ვარ სხვაგან ვიმკურნალო”, – ამბობს ერთ-ერთი პაციენტი ვაჟა გაბაიძე.

დაზარალებულებმა ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოგვაწერინეს ხელი კლინიკამაც და ბანკის წარმომადგენელმაც, 3-დან 6 ათას ლარამდე გვაქვს აღებული განვადება, ბანკი გვთხოვს თანხას კბილები კი ძველი კბილები აღარ გვაქვს, ეს კლინიკა ფაროსანაა“, - ამბობს დაზარალებული გურამ მიქელაძე.

დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და იკითხებიან დაზარალებულები.

“პოლიციაში განცხადება ოთხი თვის წინ შევიტანეთ, დღემდე რაც გაკეთდა ისაა, რომ იკითხებიან მხოლოდ დაზარალებულები, კლინიკა კი ისევ მუშაობს. სხვა სახის საგამოძიებო პროცესს ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ კლინიკას მფარველი ჰყავს აჭარის უმაღლეს საბჭოში”, – ამბობს ადვოკატი ირმა ზოიძე.

დაზარალებულები გამოძიების დაჩქარებას და თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი